
როგორ ვიქირაოთ მანქანა ალდაგის ექსკლუზიური შეთავაზებით
მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება და მისი დაგეგმვისას ყოველთვის ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური კომფორტი შევიქმნათ. თქვენი მოგზაურობის სრულყოფისთვის, ალდაგი და SIXT-ი დამეგობრდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალური ფასით ისარგებლებენ.
SIXT-ი არის გლობალური ლიდერი ავტომობილების გაქირავებაში და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
ამ ბლოგში, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა ისარგებლოთ ალდაგის ახალი შეთავაზებით:
მანქანის ქირაობის პროცესი
- პირველ რიგში, შეიძინეთ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა;
- დაზღვევის შეძენის შემდეგ, სმს-ის საშუალებით, მიიღებთ შეთავაზების ბმულს;
- ბმულზე გადასვლით, აღმოჩნდებით ალდაგის კორპორატიულ გვერდზე, რომელზეც ფასდაკლება უკვე აქტიურია;
- ლოკაციისა და თარიღების არჩევის შემდეგ, მიუთითეთ გამოყვანისა და დაბრუნების ადგილმდებარეობა;
- ავტომობილის შერჩევის შემდეგ, გადახედეთ ჯავშნის დეტალებს და დაადასტურეთ თქვენი შეკვეთა. ჯავშნის ნომერსა და დამატებით ინფორმაციას ელ-ფოსტის ან აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ.
საბუთები, რომლებიც გჭირდებათ ავტომობილის დაქირავებისთვის:
- საერთაშორისო ან ადგილობრივი მართვის მოწმობა, რომელიც ვალიდურია იმ ქვეყანაში, რომელშიც ქირაობთ ავტომობილს;
- პასპორტი;
- და რა თქმა უნდა, ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, ადგილზე წარსადგენად;