სამოგზაურო დაზღვევა ინტერნეტთან ერთად

სამოგზაურო დაზღვევა ინტერნეტთან ერთად - ალდაგის შეთავაზება მოგზაურებს

4 წუთი
ბლოგი

Მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციებთან და სიახლეებთან ასოცირდება, თუმცა, გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, შესაძლოა, განწყობა სრულად შეცვალოს. 

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურებს ყველა იმ რისკისგან ათავისუფლებს, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ბარგის დაკარგვას, რეისის გადადებას, მოგზაურობის გაუქმებას უკავშირდება. უფრო მეტი კომფორტისა და სიმშვიდისთვის, ალდაგი, სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად უფასო ინტერნეტსაც სთავაზობს. შეთავაზების დეტალებზე ალდაგის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი, თემო ბაბუნაშვილი საუბრობს:

რა არის კამპანიის შინაარსი?

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და როუმინგოს პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, საჩუქრად 1GB ინტერნეტ პაკეტსა და ერთჯერად, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, რომლის გამოყენებაც ევროპის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში იქნება შესაძლებელი.

საჩუქრის მისაღებად, მომხმარებელმა Roamingo-ს აპლიკაციაში პროფილის გვერდზე უნდა შეიყვანოს საჩუქრის კოდი, რომელსაც სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შემდეგ მიიღებს ელ. ფოსტისა და SMS-ის საშუალებით.

როგორ გაჩნდა  როუმინგოსთან პარტნიორობის იდეა?

ყოველთვის ვცდილობთ, მომხარებლებს დამატებითი ღირებულება შევთავაზოთ, რაც დაზღვევას მეტად კომფორტულს ხდის, სწორედ აქედან გაჩნდა როუმინგოსთან პარტნიორობის იდეა. მოგზაურობის დროს, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტი, სამოგზაურო დაზღვევის შემდეგ, სწორად სამოგზაურო ინტერნეტია. ჩვენი შეთავაზების ფარგლებში, კი,  მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი ზრუნვა  რომელი სამოგზაურო ინტერნეტი შეარჩიოს. Roamingo-სთან პარტნიორობით ჩვენ პირდაპირ ვახვედრებთ მზა გადაწყვეტას, რაც ბაზარზე არსებულ პაკეტებს შორის საუკეთესო ფასია.

რა სირთულეების წინაშე დადგა ალდაგის გუნდი კამპანიის პროცესში?

ჩვენი გუნდისთვის მთავარი გამოწვევა სერვისის სრულყოფილებაა - მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა მომხმარებელს უსწრაფესად მიეღო ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისი, რადგან ხშირად ხდება, რომ როგორც სამოგზაურო დაზღვევას, ისე ინტერნეტის გააქტიურებას მომხმარებელი უშუალოდ მოგზაურობის წინ იწყებს და ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა დაასრულოს. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სამოგზაურო დაზღვევის შეძენასთან ერთად ინტერნეტის გააქტიურების პროცესი ყოფილიყო მარტივი და სწრაფი. 

რას უნდა ელოდონ სამომავლოდ მომხმარებლები ალდაგის სამოგზაურო დაზღვევისგან?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვაა, სწორად ამიტომ, ვცდილობთ, მომხმარებელს ძირითად პროდუქტთან ერთად სხვადასხვა უპირატესობა შევთავაზოთ. ამის მოლოდინი დღეს უკვე ჩვენს მომხმარებელსაც აქვს და ჩვენთვისაც უფრო დიდი მოტივაციაა მეტად კომფორტული პროდუქტის შეთავაზება.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს