ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი

ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან

4 წუთი
ბლოგი

მძღოლები, რომლებიც ალდაგის ავტომობილის დაზღვევას შეიძენენ, შესაძლებლობა ექნებათ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, ალტერნატიული მანქანით ისარგებლონ. ეს სერვისი ახალი მომხმარებლებისთვის ალდაგმა ახლახანს დაამატა. 
ავტომობილის ჩანაცვლების სერვისზე, უფრო დეტალურად, ალდაგის პირდაპირი გაყიდვების განყოფილების უფროსი, მათე ნარსია საუბრობს:

  • რას გულისხმობს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი და რას სთავაზობს ალდაგი მომხმარებლებს?

ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი ალდაგში დაზღვეულ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი სერვისცენტრში აღდგენას საჭიროებს,  ისარგებლოს  ალტერნატიული   ავტომობილით, რაც მომხმარებლს დამატებით  კომფორტს  უქმნის და მომსახურებას  ხდის სრულყოფილს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია  ყველა მომხმარებელს, რომელიც შეიძენს შესაბამის  პაკეტს და დააზღვევს  8000$-ზე  მეტი ღირებულების  პირად  ავტომობილს. რაც შეეხება სარგებლობის პირობას,  წლის განმავლობაში  14 დღით ხდება ავტომობილის ჩანაცვლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოკლე ვადით დაჭირდება  მომხმარებელს  აღნიშნული სერვისი, დარჩენილი დღეების გამოყენების საშუალება აქვს  სხვა სადაზღვევო შემთხვევის დროს. 

  • რამ განაპირობა ამ სერვისის დამატება სტანდარტულ ავტოდაზღვევაზე? 

ალდაგი მუდმივად  ზრუნავს  მომხმარებლის  კომფორტზე, სადაზღვევო ანაზღაურების მიღება  მომხმარებელს  იცავს  ფინანსური დანაკარგისგან , მაგრამ დღევანდელ რეალობაში  თითოეული ჩვენგანი დროის დეფიციტს განიცდის. ჩვენი გამოცდილებით, ნებისმიერი სადაზღვევო პაკეტი, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს  დაფარული რისკების ნაწილში, საჭიროებს სრულყოფას და ისეთი სერვისის შეთავზებას,  რომელიც  მომხმარებლებს  შეუქმნის   სრულ კომფორტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან, ავტომობილის  შეკეთების დასრულებამდე. სადაზღვევო ანაზღაურების  გაცემის შემდეგ მომხმარებელს ხშირად უთხოვია  დახმარება,  მოგვეძიებინა სერვისი, რომელიც  კონკრეტულ ვადაში  შეუკეთებდა ავტომობილს.  ვადები, როგორც  მომხმარებლისთვის, ისე სერვის ცენტრებისთვის სენსიტიურია, ამიტომ ვფიქრობთ, ოპტიმალური გამოსავალია ავტომობილის სხვა მანქანით ჩანაცვლება. 

  • რა ხდის სერვისს უნიკალურს?

სერვისი ზოგადად ქართული ბაზრისთვის უნიკალურია. ალდაგი ერთადერთია, რომელმაც ეს მომსახურება სტანდარტულ დაზღვევას დამატა. როგორც  უკვე აღვნიშნე, ერთია ფინანსური ზარალის ანაზღაურება, და მეორე - შეკეთების პროცესი, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს. ამ დროის განმავლობაში უმანქანობის ჩანაცვლება ხდება ალტერნატიული მანქანით, რაც დამეთანხმებით მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის და თავიდან არიდებს შეკეთების პროცესისგან მიღებულ დისკომფორტს. სწორედ ეს არის აღნიშნული სერვისის  უნიკალურობა და პროდუქტის სრულყოფილება. ვფიქრობთ, მომავალშიც გავაგრძელებთ სერვისის განვითარებას და ჩვენი მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზებას. 

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს