ავტოდაზღვევა ალდაგში

დააზღვიე ავტომობილი ალდაგში და მიიღე სასაჩუქრე ნაკრები

2 წუთი
სიახლეები

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ავტო დაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო. მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს ალდაგში 31 იანვრამდე დააზღვევენ, ექსკლუზიურად შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ.

სასაჩუქრე ნაკრებში მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო ისეთი მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდებათ, როგორიცაა: მტვერსასრუტი, ჰაერის კომპრესორი, ყინულის მოსაშორებელი სეტი და ა.შ. სასაჩუქრე ნაკრები შექმნილია კომფორტისთვის, რომელიც მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს იზრუნონ საკუთარ მანქანაზე;

ალდაგის ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს  იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს. დააზღვიე ავტომობილი ალდაგში და მიიღე სასაჩუქრე ნაკრები

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს