აგროდაზღვევის უპირატესობები ფერმერებისთვის
სოფლის მეურნეობა ეკონომიკის კრიტიკული და მეტად მოწყვლადი სექტორია, განსაკუთრებით აგრარულ საზოგადოებებში, სადაც ეკონომიკაში ამ დარგის წილი მაღალია. ამას ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვადასხვა, არაპროგნოზირებადი რისკების არსებობა განაპირობებს.
სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში პირველად გაჩნდა სასოფლო-სამეურნეო იგივე აგროდაზღვევის კონცეფცია. დროთა განმავლობაში სისტემა დაიხვეწა, განვითარდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
საქართველოში აგროდაზღვევა, როგორც აგრო სექტორში არსებული რისკების მენეჯმენტის შესაძლებლობა, შედარებით ახალი მექანიზმია. 2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც აგროდაზღვევის მხარდაჭერასა და სუფსიდირებას გულისხმობს. ამ პროცესმა, ,,ალდაგის” მოსავლის დაზღვევასთან ერთად, ფერმერებისათვის სტაბილურობის გარანტიები მეტად ხელმისაწვდომი გახადა.
და მაინც, რა რისკებისაგან გიცავთ აგროდაზღვევა და რა უპირატესობებს გთავაზობთ ის? - ამ კითხვებზე პასუხისათვის, მოდით დეტალურად განვიხილოთ აგროდაზღვევის სარგებელი ფერმერებისთვის. მანამდე კი იმ კულტურების შესახებ ვისაუბროთ, რომლებსაც პოლისი ფარავს.
რომელ კულტურებზე ვრცელდება აგროდაზღვევა?
აგროდაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. კერძოდ, დაზღვევით იფარება:
- ვაზი
- მარცვლოვანი კულტურები (ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია და სხვ.)
- პარკოსნები (ლობიო, სოია, ოსპი, ბარდა და სხვ.)
- ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და სხვ.)
- ბაღჩეული (საზამთრო, ნესვი, გოგრა და სხვ.)
- ხეხილი (ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ბალი და სხვ.)
- კენკროვანი კულტურები (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და სხვ.)
- კაკლოვანი კულტურები (თხილი, ნუში, წაბლი)
- სუბტროპიკული კულტურები (ჩაი, დაფნა, ავოკადო)
- ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი)
რისკები, რომლებსაც აგროდაზღვევა ფარავს
მოსავლის სიუხვე და ხარისხი დიდწილად ხელსაყრელ ამინდზე და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა სტიქიური მოვლენები ბალანსს არღვევს და ფერმერებს დიდ ზარალს აყენებს. სწორედ ამ რისკების საწინააღმდეგოდ აგროდაზღვევა დაცვის მექანიზმებს გთავაზობთ.
ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა, სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა და საშემოდგომო ყინვა, უმოკლეს დროში ანადგურებს მეურნეობას, რომელიც ხანგრძლივი დროისა და დიდი შრომის ფასად მიიღწევა. სტიქიის შედეგად მცენარის ფოთლები, ყლორტები და ნაყოფი ზიანდება, რაც, ერთი მხრივ, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე აისახება, მეორე მხრივ კი, ფინანსურ ზარალს იწვევს.
ამრიგად, ბუნებრივი კატასტროფებისაგან დაცვა აგროდაზღვევის მთავარი პრიორიტეტია. იმის გამო, რომ ეს რისკები მეურნეობას დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს, მაგალითად, არყევს ფინანსურ სტაბილურობას, ინვესტიციებს ნაკლებად დაცულს ხდის და ა.შ. დაზღვევის მექანიზმით კი ფერმერებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ რისკები, შეამცირონ ბუნებრივი საფრთხეების უარყოფითი გავლენა და უფრო სტაბილურად იგრძნონ თავი.
ფინანსური სტაბილურობა
რთულად პროგნოზირებადი ბუნებრივი კატასტროფების ფონზე, როგორ მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას? თქვენი მეურნეობის დასაცავად და ფინანსური შოკების თავიდან აცილებისათვის, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევით სარგებლობაა რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ამინდის პირობები ან სხვა გარემოებები, დაზღვეულ ფერმერებს გექნებათ გარანტია, რომ ზარალის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურებას მიიღებთ. ეს კი საშუალებას გაძლევთ, მიღებული შემოსავლის სტაბილიზაცია მოახდინოთ და ბიზნესის უწყვეტობა შეინარჩუნოთ.
ფინანსური სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეურნეობებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სახის რყევების მიმართ ყველზე მოწყვლადია. მცირე ფერმერებს ფინანსური რეზერვები და დამატებითი რესურსები არ გააჩნიათ, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დიდ ზარალთან გამკლავება რთულია. აგროდაზღვევა კი ქმნის უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ანაზღაურებასა და ფინანსური სტაბილურობის გარანტიებს გულისხმობს.
უსაფრთხო ინვესტირების შესაძლებლობა
სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებისა თუ მოდერნიზაციისათვის მუდმივი ინვესტიციები მნიშვნელოვანია. თუმცა, ფერმერებისთვის ინვესტირების გადაწყვეტილება რთულად მისაღებისა, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმებისა და მცენარეთა დაავადებების გამო, დიდი რისკები არსებობს. სწორედ აქ ისახება აგროდაზღვევის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც გარდა ფინანსური სტაბილურობისა, კაპიტალდაბანდებასაც ნაკლებრისკიანს ხდის.
ინვესტიციების მნიშვნელობა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მათი ინტეგრაციის ფონზე, განსაკუთრებით გაიზარდა. ეფექტიანი მართვის, დაცვისა და მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად ავტომატიზებული სისტემების გამოყენება ხდება აუცილებელი, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ხეხილის ბაღის გაშენება, სათბურის მშენებლობა თუ სარწყავი სისტემების მონტაჟი სოლიდურ კაპიტალდაბანდებას და გრძელვადიან დაგეგმარებას მოითხოვს. ფერმერები მზად არიან ჩადონ ფინანსური რესურსები მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული არიან, რომ მათი ინვესტიციები დაცულია.
საკრედიტო რესურსების გაზრდილი ხელმისაწვდომობა
ფერმერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ეს პრობლემა მცირე ბიზნესებისათვის უფრო მწვავედ დგას. მეურნეობის შენარჩუნებისა და გაფართოების კუთხით კი ფინანსური ინსტიტუტების დახმარებად მეტად მნიშვნელოვანია.
სოფლის მეურნეობა მაღალი რისკის შემცველ სფეროდ მიიჩნევა, რის გამოც ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები ხშირად სესხის გაცემის პროცედურებს ართულებენ. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად იცვლება მაშინ, როდესაც ფერმერი აგროდაზღვევით სარგებლობს.
აგროდაზღვევის პოლისი ბანკებისა თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვან უზრუნველყოფას წარმოადგენს. ნდობა საგრძნობლად იზრდება, როდესაც ხედავენ, რომ ფერმერის მეურნეობა ბუნებრივი და სხვა სახის რისკებისგან დაცულია. ეს აიხსნება იმით, რომ აგროდაზღვევა ამცირებს ფერმერის ფინანსური კრახის ალბათობას ამცირებს, რაც სესხს დროული დაფარვის გარანტიას აჩენს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერებისთვის საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ მათ პირად ინტერესებს ემსახურება, არამედ მთლიანად აგრარულ სექტორზე დადებითად აისახება. შედეგად ფერმერები საჭირო ფინანსებს იღებენ და ეფექტურ ინვესტიციებს ახორციელებენ. ეს კი ხელს უწყობს დარგის ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და სასურსათო სტანდარტების დაცვას.
აგროდაზღვევა, როგორც პირადი სიმშვიდის გარანტი
სოფლის მეურნეობის სფერო ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ მიმართულებად მიიჩნევა. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფერმერის კონტროლს ბევრი რამ არ ექვემდებარება.ბუნებრივი სტიქიები, მავნებლების გამრავლება, საბაზრო ფასების ცვალებადობა და სხვა მრავალი ფაქტორი, რომელთა მართვა რთული ან ფაქტობრივად შეუძლებელია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერმერის საქმიანობაზე. ეს კი, თავის მხრივ, მუდმივ სტრესსა და დაძაბულობას იწვევს.
აგროდაზღვევის მიერ უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური სიმშვიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გადაუდებელი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ფერმერს ფოკუსირება მომავალზე, ინოვაციების დანერგვასა და წარმოების ოპტიმიზაციაზე შეუძლია.
ბუნებრივი კატასტროფებისგან თავდაცვის, ფინანსური სტაბილურობის, ინვესტირების უსაფრთხოებისა თუ საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, აგროდაზღვევას უამრავ უპირატესობას მოაქვს.
მაშ ასე, დააზღვიეთ თქვენი მოსავალი ,,ალდაგში” და ნუ შეგეშინდებათ სტიქიური მოვლენების.