სამოგზაურო დაზღვევა ქურდობის შემთხვევაში

როგორ უნდა მოიქცეთ სამოგზაურო მიმოსვლისას ქურდობის შემთხვევაში

სიახლეები

Მოგზაურობა, ყოველთვის სასიამონო ემოციებთან და სიახლეების აღმოჩენასთან ასოცირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენი განწყობა სრულად შეცვალოს. 

მოულოდნელი თავგადასავლებისგან თავის დასაცავად, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შემთხვევის დადგომის დროს.

Ამ ბლოგში, დაზღვევის კომპანია ალდაგი, გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ უნდა იმოქმედოთ მოგზაურობისას მოულოდნელად დამდგარი ზარალის დროს,

იქამდე, კი შეგახსენებთ, რომ თქვენზე მორგებული დაზღვევა “ალდაგში” მოსალოდნელი რისკების მინიმუმამდე შემცირებაში დაგეხმარებათ. 

როგორ უნდა მოიქცეთ სამოგზაურო მიმოსვლისას ქურდობის შემთხვევაში - მნიშვნელოვანი ნაბიჯები

შეატყობინეთ ადგილობრივ პოლიციას - თუ თქვენი ავტომობილი გაქურდეს ან დააზიანეს, პირველ რიგში, ადგილობრივ პოლიციას უნდა შეატყობინოთ ფაქტის შესახებ. 

რაც უფრო მალე იქნება სამართალდამცავი უწყება შემთხვევის შესახებ ინფორმირებული, მით მეტი შანსი იქნება ნივთების დაბრუნებისა ან დამნაშავის დაკავების. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ ინციდენტის შესახებ. 

წარადგინეთ მტკიცებულებები - უმოკლეს დროში მიიტანეთ ყველანაირი მტკიცებულება ადგილზე. 

გადაიღეთ ფოტოები და ვიდეო მასალა დაზიანებების ან ქურდობის კვალის დასადასტურებლად. ეს აუცილებელია როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის, ისე გამოძიების პროცესის ეფექტურობისთვის.

რაც უფრო მეტ მტკიცებულებას წარუდგენთ პოლიციას, მით უფრო მარტივი იქნება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

შეატყობინეთ სადაზღვევო კომპანიას ინციდენტის შესახებ - დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს სადაზღვევო კომპანიას მომხდარის შესახებ. მიაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია როგორც სადაზღვევო პოლისის, ისე დაზიანებული ან დაკარგული ქონების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მალე გადაეცემა ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიას, მით უფრო სწრაფად დაიწყება შემთხვევის შესწავლა. შეავსეთ სათანადო განაცხადის ფორმებიც დაზიანების ან ქურდობის რეგისტრაციისთვის.

გაუზიარეთ დეტალური ინფორმაცია დაკარგული ნივთების შესახებ - თუ თქვენი ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჩანთები ან ფული დაიკარგა, მიაწოდეთ პოლიციას დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ. 

ზუსტად აღწერეთ ნივთების ფერი, ზომა, ბრენდი და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც მათ იდენტიფიცირებას გაამარტივებს. 

წარადგინეთ საჭირო დოკუმენტაცია ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში - თუ თქვენი ავტომობილი ქურდობის მცდელობის მცდელობის შედეგად დაზიანდა, მოაგროვეთ ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია და გააკეთეთ განაცხადი პოლიციაში. 

მხოლოდ ამის შემდეგ მოიძიეთ მანქანის შეკეთების სერვისი და მიიღეთ შესაბამისი მომსახურება. 

ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სადაზღვევო კომპანიასაც და გაეცანით თქვენი პოლისის პირობებს, რათა ზუსტად გაარკვიოთ რა ხარჯებს ფარავს თქვენი პოლისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში.

Მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში - თუ თქვენ ან თქვენი თანმხლები პირები ქურდობის ან დაზიანების შედეგად დაზარალდით, სადაზღვევო პოლისის გამოყენება სამედიცინო დახმარების მისაღებადაც შეგიძლიათ. 

შეგახსენებთ, რომ სამოგზაურო დაზღვევის ფასი “ალდაგში” დაფარვებისა და სადაზღვევო პირობების მიხედვით იცვლება. 

სწორედ ამიტომ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტის შესარჩევად, მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნოთ სადაზღვევო პოლისებს. 

“ალდაგის” სამოგზაურო დაზღვევა

“ალდაგში” სამოგზაურო დაზღვევის შერჩევა 3 განსხვავებული პაკეტიდან შეგიძლიათ. 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ მოგზაურობა კონკრეტული ვადით გაქვთ დაგეგმილი, მაშინ, სასურველია, ერთჯერადი პოლისი შეიძინოთ.

ალდაგის “კომფორტ” პაკეტი სამედიცინო ხარჯების გარდა ბარგის დაკარგვის, ფრენის შეფერხებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევასაც მოიცავს და ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა: 

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯი; 
  • გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის ხარჯი (მოიცავს გადაუდებელ სტომატოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ მკურნალობასაც); 
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯები;
  • დაზღვეული რეპატრიაციის ხარჯები;
  • მოგზაურობის გაუქმება ან ვადაზე ადრე შეწყვეტა; 
  • შენგენის ზონისა და უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლაზე უარი; 
  • ბარგის დაკარგვა;
  • რეისის გადადება; 
  • პირადი პასუხისმგებლობა.

სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, მიმართოთ სადაზღვევო კომპანია ალდაგის ცხელ ხაზს: +995 322 444 999.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს