ქონების დაზღვევა ალდაგში - სრული დაცვა ხელმისაწვდომ ფასად

ქონების დაზღვევა ალდაგში - სრული დაცვა ხელმისაწვდომ ფასად

სიახლეები

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ქონების დაზღვევის შეძენა უკვე 25 ლარიდან არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას ონლაინ პლატფორმაზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ.
პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე ოჯახის წევრების ქონება - მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მარტივად და სწრაფად.
რატომ არის გამორჩეული ალდაგის ქონების დაზღვევა?
ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს საბაზრო ღირებულების შესაბამის სრულ ანაზღაურებას, რაც უზრუნველყოფს ქონების სრულფასოვან აღდგენას.

სრული დაცვა ერთ პოლისში
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს:
  • მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას
  • საიჯარო შემოსავლის დაზღვევას
  • კარკასის, რემონტის და შიგთავსის დაზღვევას
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაცულია თითქმის ყველა იმ რისკისგან, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოიშვას.
მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი
მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტის შეძენა ამჯერად, ონლაინ, გამარტივებულად შეუძლიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით.
ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით - არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,“ - აცხადებენ ალდაგში.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს