ავტომფლობელებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა საცალო მომხმარებლებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო.  ყველა,  ვინც 1 ივლისიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით, კუთვნილი ავტომობილისთვის შეიძენს  ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, კომპანიისგან ექსკლუზიურად მიიღებს ულიმიტო ავტორეცხვის ბარათს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ალდაგის ფასით და გარეცხონ მანქანა 50% თანადაფინანსებით კომპანია ვისოლის ავტოსამრეცხაოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მთელი წლის განმავლობაში გადაიხდის მანქანის ყოველ ჯერზე  გარეცხვის საფასურის 50%-ს.

მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავალობაში. ავტოდაზღვევის მფლობელები დამატებით  ისარგებლებენ ისეთი ბენეფიტებით, როგორებიცაა: 7 თეთრიანი ფასდაკლება ყოველ ერთ ლიტრ საწვავზე ვისოლის ქსელში, ფასდაკლება ვრცელდება გამორჩეული ხარისხით ცნობილ ეკო საწვავზეც.