ტურის დაზღვევის საზაფხულო აქცია -50%
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა საზაფხულო აქცია დაიწო, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები  ტურის დაზღვევის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ. ყველა, ვინც  15 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით გადაწყვეტს ისარგებლოს ალდაგის  „ტურის დაზღვევაით“, კომპანიისგან 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, ალდაგის ტურის დაზღვევა ავიაბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ, იმ შემთხვევაში, თუ  დაგეგმილი ტური გაუქმდება ან გადაიდება შემდეგი რისკების დადგომისას:

  • შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
  • სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოცხადება
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობით და ტრავმით
  • საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურებით ან დაზიანებით