ალდაგის სეზონური აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სეზონური  აქცია დაიწყო.საზაფხულო შეთავაზება, სასტუმროებისთვის არის განკუთვნილი. ყველა, ვინც 30 ივნისის ჩათვლით, დაზღვევის პროდუქტებს შეიძენს, კომპანიისგან, სადაზღვევო პრემიაზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს. 

ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის პროგრამა სასტუმროების მფლობელებს ქონების, რემონტის, შენობის შიგთავსის (ავეჯი, სპეციალური ტექნიკა), ავტომობილისა და სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს. აღნიშნული სადაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს ალდაგის სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების მენეჯერი ინდივიდუალურად მოემსახურება, საჭიროების შემთხვევაში, დროულად, გაუწევს კონსულტაციას და უმოკლეს ვადებში აღმოუჩენს მას სათანადო დახმარებას.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოში, ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  შექმნილი დაფარვები, გადახდისა და ანაზღაურების გამარტივებული წესი დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, იყვნენ ფინანსურად დაცულნი გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს. ალდაგი ბიზნესის ფარგლებში სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა ოფისების, სასტუმროების, მაღაზია-საწყობების, სილამაზის სალონების, სპორტული და გასართობი ცენტრების, სასწავლო ცენტრების, სკოლების და ავტოგაქირავების მფლობელებს შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ალდაგი მომხმარებლებს სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის საშუალებასაც სთავაზობს.