განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

საიტის ახალი ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის განმავლობაში ალდაგში დააზღვევს ავტომობილს ან განაახლებს ავტოდაზღვევას, ეძლევა საშუალება, ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით: 

 

  1. ინდივიდუალურად გამოთვლილი პრემია 

  2. მომხმარებელზე მორგებული სადაზღვევო ნაკრები 

  3. 0% ფრანშიზა_ანუ თანამონაწილეობის გარეშე ანაზღაურება 

  4. უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდაობა 

  5. საჩუქრები 

ინდივიდუალურად გამოთვლილი პრემია გულისხმობს თითოეულ კლიენტზე მორგებულ ფასს, რომელიც ავტომობილის მფლობელის ისტორიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ითვლება. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიაში კარგი ისტორია აქვთ, ალდაგი სპეციალურ ფასს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო ნაკრებს სთავაზობს.


0% -იანი ფრანშიზა გულისხმობს ზარალის ანაზღაურებას მომხმარებლის თანამონაწილეობის გარეშე ანუ  სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კლიენტს არანაირი ხარჯი არ ექნება.

 
რაც შეეხება უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდაობას, ეს ნიშნავს კლიენტისთვის ისეთი დამატებითი კომფორტის შექმნას, როგორიცაა ავტომობილის სხვის სარგებლობაში გადაცემა ნებისმიერ სასურველ დროს. თუ მანამდე მძღოლს მოეთხოვებოდა სადაზღვევო კომპანიაში უფლებამოსილი მძღოლების დასახელება და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ახლა ეს პროცედურა საჭირო აღარ არის, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავარიის დროს, მძღოლის კუთვნილ მანქანას სხვა პირი მართავდა, ეს ანაზღაურებისას ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება.


საჩუქრები: 


გაუმჯობესებული პირობების პარალელურად, ალდაგი, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სთვაზობს ფასდაკლებებს ავტომობილის რეცხვაზე, საწვავსა და ავტონაწილებზე. გარდა ამისა, მას დამატებით ექნება საშუალება, თავად აირჩიოს  ორი საჩუქრიდან ერთ-ერთი: 

 

  1. უფასო ტექდათვალიერების ვაუჩერი გრინვეიში, სადაც ძალიან მოკლე დროში და კომფორტულად შესაძლებელია ავტომობილის ტექნიკური შემოწმება როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ; 

  2. სასტუმროს ვაუჩერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც შეუძლია გაემგზავროს ნებისმიერ დროს 31 დეკემბრამდე.