ქონების დაზღვევის აქცია
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

თუ თქვენ ფლობთ ქონებას, რომელსაც უფრთხილდებით და გინდათ, თავი აარიდოთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ალდაგი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ქონების დაზღვევაზე.

ქონების დაზღვევა პროდუქტია, რომელიც იცავს თქვენს ქონებას სხვადასხვა ტიპის საფრთხეებისგან და რომელთა შესახებ თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ: მაგალითად ხანძარი, დატბორვა, ქურდობა, ვანდალიზმი, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.

ქონების დაზღვევის შეძენით შესაძლებელია თავი აარიდოთ იმ ხარჯებს, რომლისთვისაც მზად არ იქნებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქონება გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო დაზიანდა.

ქონების დაზღვევის პოლისი შეგიძლიათ მოირგოთ თქვენი სურვილისებრ. შეგიძლიათ დააზღვიოთ ნებისმიერი ტიპის სახლი - ბინა, კერძო სახლი, აგარაკი და მასთან ერთად,  სახლის კარკასი, რემონტი, ავეჯი, ტექნიკა და ნივთები.

ქონების დაზღვევასთან ერთად შესაძლებელია შეიძინოთ მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც იმ შემთხვევებისგან დაგიცავთ, როდესაც თქვენი მიზეზით მეზობლის სახლი ზიანდება, კერძოდ ჩნდება ხანძარი, ხდება აფეთქება ან დატბორვა. ასეთ დროს ალდაგი იმ ხარჯებს აგინაზღაურებთ, რომელიც მეზობლის ქონების აღსადგენად გჭირდებათ.

ქონების დაზღვევაზე ალდაგში აქცია 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მათთვის, ვინც უკვე სარგებლობს ქონების დაზღვევით და სურს პოლისის განახლება, მოქმედებს განსხვავებული პირობები.