ზამთრის დაზღვევა

საიტის ახალი ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
დასრულებული

ალდაგი სახლის დაზღვევაზე ზამთრისთვის შესაბამის აქციას გთავაზობთ. თუ 31 იანვრამდე  ალდაგში დააზღვევთ თქვენს ბინას, კომპანია საჩუქრად გადმოგცემთ - უსაფრთხოების დეტექტორს და სახლის დალაგების სერვისს.

უსაფრთხოების დეტექტორი, ეს არის მოწყობილობა, რომელიც დახურულ სივრცეში ბუნებრივი და მხუთავი აირის გაჟონვის იდენტიფიცირებას ახდენს და საუკეთესო საშუალებაა ზამთარში უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით იმ სახლებში, სადაც გათბობის მიზნით გაზის გამათბობლებს იყენებენ.

რაც შეეხება დალაგების სერვისს, ეს არის ერთჯერადი ვაუჩერი, რომელიც შეგიძლიათ სამი თვის მანძილზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ, თუმცა წინასაახალწლო დალაგებას არაფერი ჯობს.

ალდაგის სახლის დაზღვევა იცავს თქვენს ქონებას სხვადასხვა ტიპის საფრთხეებისგან და რომელთა შესახებ თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ: მაგალითად ხანძარი, დატბორვა, ქურდობა, ვანდალიზმი, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.

სახლის დაზღვევის შეძენით შესაძლებელია თავი აარიდოთ იმ ხარჯებს, რომლისთვისაც მზად არ იქნებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქონება გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო დაზიანდა. სახლის დაზღვევის პოლისი შეგიძლიათ მოირგოთ თქვენი სურვილისებრ. შეგიძლიათ დააზღვიოთ ნებისმიერი ტიპის სახლი - ბინა, კერძო სახლი, აგარაკი და მასთან ერთად,  სახლის კარკასი, რემონტი, ავეჯი, ტექნიკა და ნივთები.

სახლის დაზღვევასთან ერთად შესაძლებელია შეიძინოთ მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც იმ შემთხვევებისგან დაგიცავთ, როდესაც თქვენი მიზეზით მეზობლის სახლი ზიანდება, კერძოდ ჩნდება ხანძარი, ხდება აფეთქება ან დატბორვა. ასეთ დროს ალდაგი იმ ხარჯებს აგინაზღაურებთ, რომელიც მეზობლის ქონების აღსადგენად გჭირდებათ.

სახლის დაზღვევაზე ალდაგში აქცია 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.