პროდუქტის აღწერა

ვის წინაშე დამდგარი პასუხისმგებლობა იფარება?

  • დამზღვევის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) წინაშე
  • რიგ შემთხვევაში, სხვა ტურაგენტების/ტუროპერატორების, რომელთა ქვეკონტრაქტორია დამზღვევი და მათი კლიენტების წინაშე
  • სხვა მესამე პირების წინაშე

 

საქმიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამზღვევის პასუხისმგებლობ

  • უშუალოდ დამზღვევის მიერ განხორციელებული ტურისტული საქმიანობა
  • დამზღვევის ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებული ტურისტული საქმიანობა
     

სამოქალაქო პასუხისმგებლობა

იფარება დამზღვევის საქმიანობის შედეგად მესამე პირების სხეულისა და/ან ქონების დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

მაგალითი
სასტუმროში, სადაც ტუროპერატორმა მიიყვანა ტურისტები, გაჩნდა ხანძარი და ტურისტებმა მიიღეს სხეულის დაზიანება.

პროდუქტზე პასუხისმგებლობა

იფარება მესამე პირებისთვის დამზღვევის პროდუქტით მიყენებული სხეულისა და/ან ქონების დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

მაგალითი
ტუროპერატორმა ექსკურსიაზე უზრუნველყო ტურისტების კვება, რის შედეგადაც ტურისტები მოიწამლნენ.

პროფესიული პასუხისმგებლობა

იფარება დამზღვევის პროფესიული შეცდომის შედეგად მესამე პირებისთვის მიყენებული ზარალით გამოწვეული პასუხისმგებლობა

მაგალითი
ტუროპერატორს შეეშალა სასტუმროს დაჯავშნის თარიღი, რის გამოც ტურისტი ერთი ღამით დარჩა სხვა სასტუმროში.

დაცვის ხარჯები

ანაზღაურდება ამ პოლისით დაფარული პრეტენზიებისგან თავის დასაცავად გაწეული, მზღვეველთან წინასწარ შეთანხმებული გონივრული ხარჯები

 

დაფარვა

პოლისი უზრუნველყოფს ე.წ. „CLAIMS MADE“ დაფარვას. დაფარვა მოქმედებს მხოლოდ იმ პრეტენზიების მიმართ, რომლებიც პირველად წარდგენილია დაზღვეულის წინააღმდეგ და შეტყობინებულია მზღვეველისთვის დაზღვევის პერიოდის განმავლობაში

 

კანონმდებლობა და იურისდიქცია

პოლისი ფარავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარდგენილ პრეტენზიებს. მხარეებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, დამზღვევისადმი მიყენებული ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით. უცხო ქვეყნების სასამართლოს/არბიტრაჟის/ მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფარვას არ დაექვემდებარება, მიუხედავად  იმისა, ამგვარი გადაწყვეტილებები აღიარებულია/აღსრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არა. 

 

მხოლოდ ალდაგის დაზღვევა ტურისტების COVID 19-ით დაინფიცირებისას ფარავს თქვენს პასუხისმგებლობას.

მოგვმართეთ და დააზღვიეთ პასუხისმგებლობა ალდაგში თქვენს საქმიანობაზე მორგებული პირობებით









 


 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად