როგორ შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ?
სამოგზაურო დაზღვევა მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების, ფრენის გადადებისა და მოგზაურობისას გამოჩენილი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მომენტალურ მხარდაჭერას გთავაზობთ. სამოგზაურო დაზღვევის არსებობა ამცირებს სტრესს და უცხო გარემოში ყოფნისას, უსაფრთხოების განცდას ზრდის.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. ონლაინ პლატფორმების გამოყენებით მოგზაურს დაზღვევის პოლისების შედარება და შეძენა სულ რამდენიმე წუთში შეუძლია. თუმცა, სანამ ამ ეტაპამდე მიხვიდოდეთ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი საჭიროებებისა და სამოგზაურო მარშრუტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სწორად შეარჩიოთ სადაზღვევო პაკეტი. ნუ გამოტოვებთ ქვემოთ განხილულ ეტაპებს.
ნაბიჯი 1: გაიგეთ, რა რიკების ფარავს დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევის პოლისი მოგზაურს მრავალი რისკისგან იცავს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც სადაზღვევო დაფარვა მოიცავს:
- სამედიცინო მომსახურება - პოლისი აანაზღაურებს ისეთი გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს საზღვარგარეთ, როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა და მედიკამენტების შეძენა.
- რეპატრიაცია - თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, პოლისი დაფარავს რეპატრიაციის ხარჯებს. ასევე, გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვევა უზრუნველყოფს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას.
- უბედური შემთხვევის დაზღვევა - გულისხმობს უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული შრომისუუნარობის ან გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარზე სადაზღვევო თანხის გაცემას.
- მგზავრობის გაუქმება, შეწყვეტა ან გადავადება - აანაზღაურებს მოგზაურობის გაუქმებით, შეწყვეტით ან გადავადებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს, თუ ეს მოხდა მოულოდნელი მიზეზით, მაგალითად მძიმე ავადმყოფობის ან ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო.
- ბარგის დაზღვევა - დაზღვევა ითვალისწინებს ფინანსურ კომპენსაციას ბარგის მოპარვის, დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ბარგის დაგვიანებული მიწოდებით გამოწვეული აუცილებელი ნივთების შეძენის ხარჯების ანაზღაურებას.
- ფრენის დაგვიანება - თუ რეგულარული ავიარეისი დაგვიანდება 4 საათზე მეტი ხნით, პოლისი აანაზღაურებს მოცდის პერიოდში აუცილებელი საგნების შეძენაზე გაწეულ ხარჯებს.
- პასპორტის დაკარგვა - სამოგზაურო პოლისი ასევე აანაზღაურებს პასპორტის აღდგენასთან და საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
- სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - დაზღვევა ითვალისწინებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს მესამე პირისთვის უნებლიედ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
ამრიგად, სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურს მრავალმხრივ დაცვას სთავაზობს და მის ფინანსურ ინტერესებს იცავს მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში.
ნაბიჯი 2: დაფიქრდით, რომელი გირჩევნიათ - ერთჯერადი თუ მულტი დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ერთჯერადი ან მულტი დაზღვევა. არჩევანი თქვენს საჭიროებებსა და მოგზაურობის სიხშირეზეა დამოკიდებული.
ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთი ან ორი მოგზაურობის დაგეგმვას აპირებს და უკვე აქვს განსაზღვრული თარიღები. ამ შემთხვევაში შეუძლიათ აირჩიონ პოლისი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ პერიოდს მოიცავს.
მულტი დაზღვევა კი საუკეთესო ვარიანტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. ამ დროს თქვენ თავად ირჩევთ თუ რამდენი დღე გჭირდებათ დაზღვევა, იხდით თანხას მხოლოდ ერთხელ და შერჩეული პერიოდის განმავლობაში პოლისით შეუზღუდავად სარგებლობთ.
მულტი დაზღვევა ძალიან მოხერხებული და ხარჯთეფექტურია, რადგან ყოველ ჯერზე ახალი პოლისის შეძენა არ გიწევთ, ამით კი დროსა და ფულს ზოგავთ.
ნაბიჯი 3: აირჩიეთ - პოლისი ფრანშიზით თუ მის გარეზე?
სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, გსურთ თუ არა ფრანშიზიანი პოლისის აღება. ფრანშიზა არის თანხა, რომელსაც დაზღვეული თავად იხდის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. მაგალითად, თუ თქვენი სამედიცინო ხარჯები შეადგენს $1000-ს და ფრანშიზა არის $100, თქვენ გადაიხდით $100-ს, ხოლო დაზღვევა დარჩენილ $900-ს დაფარავს.
ფრანშიზის არსებობა პირდაპირ მოქმედებს სამოგზაურო დაზღვევის ფასზე. თუ პოლისს არ აქვს ფრანშიზა, ის ჩვეულებრივ უფრო ძვირია, რადგან ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ზარალს სრულად ანაზღაურებს. როდესაც მიემგზავრებით ქვეყანაში, რომელშიც სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებულად ძვირია, მაგალითად, აშშ, იაპონია ან ავსტრალია, რეკომენდებულია, რომ დაზღვევა ფრანშიზას გარეშე შეიძინოთ.
ნაბიჯი 4: რომელ პოლისს ანიჭებთ უპირატესობას - კოვიდ დაფარვით თუ მის გარეშე
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამოგზაურო დაზღვევის ისეთი ვარიანტი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. ვინაიდან, კვლავ არსებობს დაინფიცირების საფრთხე, ,,ალდაგი” გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევას Covid-19-ის დაფარვით.
კოვიდის დაფარვის მქონე პოლისი ავტომატურად მოიცავს ანაზღაურებას იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომლებიც უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირებას მოგზაურობისას. ეს შეიძლება გულისხმობდეს ვირუსის ტესტირების, მკურნალობის, მედიკამენტების, საავადმყოფოში მოთავსების და სხვა აუცილებელი პროცედურების დაფინანსებას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადავწყვეტთ უარს ამ დაფარვაზე, აუცილებელია მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ჯანმრთელობის დასაცავად და თავიდან ავიცილოთ კოვიდით ინფიცირება.
ნაბიჯი 5: დაფიქრდით, დამატებითი დაფარვებიც ხომ არ გსურთ?
სამოგზაურო დაზღვევის ძირითადი არსი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისაგან დაცვაა, თუმცა სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი” სხვა პოტენციურად პრობლემური სიტუაციების დაფარვის შესაძლებლობასაც გაძლევთ.
მოგზაურები ყველაზე ხშირად მოგზაურობის გაუქმების დაფარვას ირჩევენ, რომელიც ავადმყოფობის, ოჯახის წევრის გარდაცვალების ან სხვა მიზეზის გამო გადადებულო მოგზაურობის ზარალს ანაზღაურებს.
ბარგის დაკარგვისა და ფრენის დაგვიანების დაზღვევაც საკმაოდ მოთხოვნადია. ბარგის დაკარგვის პოლისი დაკარგული ან დაზიანებული ნივთების ანაზღაურებას გულისხმობს. რაც შეეხება ფრენის შეფერხებას, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია დაფარავს განთავსების, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯებს, რომლებიც დაგვიანების გამო წარმოიქმნება.