მადლიერების დღე ალდაგში
გასულ კვარტალში ჩვენს კომპანიაში კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, ახლა უკვე თანამშრომელთა აღიარების ღირებულების ჭრილში. ღირებულებების ელჩების დახმარებით, ჩვენი კომპანია მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა და ეს დღე კორპორატიულ რეალობაში გააცოცხლა.
მადლიერების დღემდე ცოტა ხნით ადრე, თითოეულ თანამშრომელს მიეცა შესაძლებლობა, ნებისმიერი ალდაგელისთვის მიეწერა მადლობის წერილი ონალინ სარეგისტრაციო ლინკზე, გაეხსენებინათ ერთად გამოვლილი ისტორიები და უბრალოდ კიდევ ერთი ფორმით გამოეხატათ მადლიერება ერთმანეთის მიმართ.
24 ნოემბერს ალდაგის ყველა ფილიალსა და სათაო ოფისში, სულ 300-მდე სასაჩუქრე ყუთი გაიგზავნა, რომელშიც სიმბოლური საჩუქრები და თანამშრომლების მიერ ერთმანეთისთვის დაწერილი მადლობის წერილები იყო მოთავსებული. თითოეული ყუთი მათში მოთავსებული წერილებით იყო სახელობითი და შესაბამისადვე - უნიკალური.
ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანს წარმოადგენდა, რომ ერთმანეთის მიმართ გამოხატული მადლიერება კორპორატიული ტრადიციის ნაწილი გამხდარიყო და თანამშრომლებს მისცემოდათ კიდევ ერთი შესაძლებლობა გადაეხადათ მადლობა არა მხოლოდ მათთვის, ვისთანაც ყოველდღიური შეხება აქვთ, არამედ გუნდის იმ წევრებისთვისაც, რომელთანაც შესაძლოა არ აქვთ ყოველდღიური კვეთა, თუმცა მაინც ღირებული კვალი დატოვეს მათ სამსახურეობრივ ცხოვრებაში.