ალდაგის მასტერშეფი

ალდაგის მასტერშეფი

3 წუთი
ალდაგელები

ანრი გვაზავას ბენედიქტი


ინგრედიენტები:

1 ს.კ კარაქი

ბაგეტი

1 ცალი ქლიავი

1 კვერცხი

2-3 ჩერი პომიდორი

1 პომიდორი

2-3 ნაჭერი ბეკონი 
                                              

გემოვნებით:

პილპილი

მარილი

ქინძი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, 1 ს.კ. კარაქში მოვბრაწოთ საშუალო ზომის პურის ნაჭერი, ქლიავს მოვაშოროთ კანი და დავჭყლიტოთ ჭურჭელში, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას, ქლიავს დავუმატოთ მარილი, ცოტა პილპილი და პომიდვრის წვენით დავარეგულიროთ მისი კონსისტენცია. ეს მასა ცოტა ხნით გადავდოთ და დავიწყოთ კვერცხის მომზადება, ადუღებულ მარილიან წყალში ჩავასხათ დაახლოებით 1 ს.კ ზეთი, შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ ძმარიც, სწრაფად ვურიოთ, მორევის დროს ჩავაგდოთ კვერცხი და განვაგრძოთ მორევა ისე, რომ კვერცხი ქვაბის ცენტრში აღმოჩნდეს, ვაცადოთ მოხარშვა (4 წუთი), ამასობაში მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი თავისივე ცხიმში. უკვე მოხარშული კვერცხი გავაშროთ ხელსახოცის მეშვეობით და დავიწყოთ სერვირება. დაბრაწულ პურს წავუსვათ მანამდე მომზადებული ქლიავის მასა, განსაკუთრებბული სიფრთხილით მოვათავსოთ მასაზე კვერცხი და ბეკონი, საბოლოოდ კი გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი ჩერი პომიდვრითა და ქინძის ფოთლებით.

კერძი მზადაა!



გიორგი ადეიშვილის სქრემბლი


ინგრედიენტები:

2 ნაჭერი პური

3ც კვერცხი 

200 გრ ბეკონი

1 ც ქლიავი   

50-60 გრ კარაქი

მარილი, წიწაკა ( გემოვნებით ) 


მომზადების წესი:

2 ნაჭერი პური  გავხუხოთ  კარგად გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე.  50-60 გრ კარაქი უნდა გავადნოთ ტაფაზე  და მოვასხათ კარგად ათქვეფილი 3 ც  კვერცხი და ვურიოთ, სანამ არ მივიღებთ სქრემბლის მასას ( მარილი გემოვნებით ).

შემდეგი ეტაპი არის ბეკონის შეწვა. ბეკონს ვწვავთ ტაფაზე ცხიმის გარეშე და როდესაც ცხიმს გამოუშვებს, შემდეგ დავამატებთ ქლიავს, რომ  ეს უკანასკნელი ცხიმში შეიწვას.

ბოლო ეტაპი არის სერვირება, გახუხულ პურზე დავდებთ კვერცხს  ზემოდან მოვაყრით შავ წიწაკას და  დავამატებთ შემწვარ ბეკონს და ქლიავს.



ანი ცერცვაძის ომლეტი


ინგრედიენტები:

2 კვერცხი

ქინძი

10 გრ კარაქი

1ც ქლიავი

1 ნაჭერი პური

100გრ ბეკონი

3-4  პომიდორი ჩერი

მარილი (გემოვნებით)


მომზადების წესი:

გახურებულ ტაფაზე თანაბრად წავუსვათ ზეთი, დავამატოთ 10 გრ კარაქი, დავასხათ 2 კარგად გათქვეფილი კვერცხი და ვურიოთ მანამ, სანამ კვერცხი  არ დაიწყებს შეკვრას. ბოლო ეტაპზე კი, სანამ ბოლომდე გამოშრება, ერთ მხარეს დავხაროთ ტაფა და მეორე მხრიდან დავიწყოთ ომლეტის გადაკეცვა, კვერცხმა უნდა შეინარჩუნოს ღია ფერი, ამის შემდეგ კარაქში შევწვათ ბეკონი და ტაფაზე დარჩენილ ბეკონის ცხიმში გავხუხოთ პური ორივე მხრიდან, ბეკონის ცხიმშივე ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ქლიავი და ქინძი. ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ პურზე- ბეკონი, პომიდორი, ბეკონში მოყვანილი ქლიავი და ქინძი. დავიწყოთ სერვირება.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს