მანქანა მიდის გზაზე ზღვის პლიაჟზე

ავტო დაზღვევის ფასები საქართველოში

3 წუთი
ბლოგი

თანამედროვე სამყაროში ავტომობილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული რისკები ყოველდღიურად უფრო და უფრო ყურადსაღები ხდება. 

ავარია, მანქანის დაზიანება და მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი - ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც ნებისმიერი მძღოლი შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომაა ავტოდაზღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ის ფინანსური დანაკარგებისგან გვიცავს და ჩვენს მშვიდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

რას უნდა მოიცავდეს ავტოდაზღვევა?

კარგი ავტოდაზღვევის პაკეტი შემდეგ ასპექტებს უნდა ითვალისწინებდეს:

პასუხისმგებლობის დაზღვევა - მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რომელიც როგორც ქონებრივ, ის სამედიცინო ხარჯებს მოიცავს;

ავტომობილის დაზღვევა - გულისხმობს უშუალოდ თქვენი მანქანის დაზიანების შემთხვევაში, როგორც შეკეთების, ისე ჩანაცვლების ხარჯების დაფარვას;

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა - ითვალისწინებს სამედიცინო დახმარებისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების სადაზღვევო ანაზღაურებას;

დამატებითი ოფციები - მაგალითად, დაზღვევა საზღვარგარეთ მგზავრობისას, ქურდობის რისკის დაფარვა, ევაკუატორის მომსახურება და ა.შ.

რა ახდენს გავლენას ავტო დაზღვევის ფასზე?

ავტოდაზღვევის ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც რისკის ხარისხსა და შესაძლო ზარალის მოცულობას განსაზღვრავს სადაზღვევო კომპანიისთვის. 

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ავტომობილის მარკა და გამოშვების წელია. პრემიუმ კლასის და ახალი მოდელების შემთხვევაში, ფასი ჩვეულებრივ უფრო მაღალია, ვინაიდან მათი შეკეთება და ჩანაცვლება მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველი ეკონომ ავტომობილებისთვის კი პრემია შედარებით დაბალია. 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მძღოლის ასაკი და გამოცდილება. ახალგაზრდა და გამოუცდელ მძღოლებს, სტატისტიკურად, უფრო მეტი ავარიის ალბათობა აქვთ, ამიტომ, ფასი მათთვის უფრო მაღალია. გამოცდილ და ასაკოვან მძღოლებს კი პირიქით, შეღავათები ეძლევათ. 

დაზღვევის ფასზე ასევე მოქმედებს მანქანის სადაზღვევო ისტორია - რაც უფრო "სუფთაა" ისტორია სადაზღვევო შემთხვევებისგან, მით უფრო დაბალია პრემია. სადაზღვევო ისტორიის არსებობის შემთხვევაში, ფასი საგრძნობლად იზრდება. 

გარდა ამისა, მანქანის დანიშნულებაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ფასზე. კომერციული ავტომობილი, რომლებიც ხშირად მოძრაობს და მეტ რისკს ატარებს, უფრო ძვირია დასაზღვევად, ვიდრე პირადი მოხმარების მანქანები. 

ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წლიური გარბენიც - რაც მეტ მანძილს გადის ავტომობილი, მით იზრდება რისკები და შესაბამისად პრემიაც. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ყალიბდება საბოლოო ფასი, რომელიც ინდივიდუალური რისკის შეფასების შესაბამისად მერყეობს. 



როგორ შევარჩიოთ იაფი ავტო დაზღვევა საქართველოში?

იმის გათვალისწინებით, რომ ავტო დაზღვევის ფასები საქართველოში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მნიშვნელოვანია პაკეტის შერჩევისას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინოთ: 

  • გაეცანით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებას, შეადარეთ ფასები და პირობები;
  • გაითვალისწინეთ საკუთარი საჭიროებები და ბიუჯეტი - აირჩიეთ ის პაკეტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს;
  • დარწმუნდით, რომ სადაზღვევო კომპანია სანდოა, აქვს კარგი რეპუტაცია და მომსახურების მაღალი ხარისხი;
  • ყურადღება მიაქციეთ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა სადაზღვევო ლიმიტი, ფრანშიზა, მომსახურების არეალი და ყველა სხვა პირობა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია;

  • გაეცანით კონტრაქტის დეტალებს და დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო რისკი დაფარულია.

ავტომობილის დაზღვევა არა მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნაა, არამედ ყველა გონივრული მძღოლის პასუხისმგებლობა და საკუთარი ფინანსური უსაფრთხოების გარანტი. ამიტომ, ყურადღებით განიხილეთ სადაზღვევო შეთავაზებები და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ოპტიმალურად ერგება თქვენს ინტერესებს.

ავტომობილის დაზღვევის ფასები საქართველოში - ხშირად დასმული კითხვები 

  • როგორ შემიძლია ავტოდაზღვევის ფასის შემცირება?

ავტოდაზღვევის ფასის შემცირება შეგიძლიათ რამდენიმე გზით, ერთ-ერთი მათგანია ფრანშიზის გაზრდა - რაც უფრო მაღალია ფრანშიზა, მით ნაკლებია ყოველთვიური შენატანი. მეორე გზა წლიური პრემიის ერთჯერადად გადახდაა. 

იმისთვის კი, რომ სადაზღვევო შემთხვევა აიცილოთ თავიდან, ავტომობილში დაამონტაჟეთ დამატებითი დამცავი სისტემები (საჭის ჩამკეტი, სიგნალიზაცია და სხვა.)

  • როგორ განსხვავდება ავტომობილის დაზღვევის ფასები საქართველოში სადაზღვევო კომპანიებს შორის?

სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა ფორმულებს და მეთოდებს იყენებენ რისკის შეფასებისა და სადაზღვევო ფასის განსაზღვრისთვის. მათ შეიძლება განსხვავებული სტატისტიკური მონაცემები და ცვლადები ჰქონდეთ, მაგალითად, ასაკობრივი კატეგორიები, გეოგრაფიული არეალი თუ ზარალის ისტორია. 

ასევე, კომპანიებს აქვთ განსხვავებული ადმინისტრაციული ხარჯები და ფინანსური მიზნები. ეს კი, საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება. 

  • დაბალი ფასი უკეთეს დაზღვევას ნიშნავს?

იაფი სადაზღვევო პოლისი შეიძლება მარტივ პირობებსა და მცირე დაფარვებს, მაღალ ფრანშიზას ან არასრულ სერვისს მოიცავდეს. ფასის პარალელურად, აუცილებელია, თვისობრივი მახასიათებლებისა და პირობების შედარება. მნიშვნელოვანია კარგად გაერკვეთ დაზღვევის დეტალებში - როგორც მის ლიმიტებში, ისე გამონაკლისებში. გაეცანით ინფორმაციას ევაკუატორის მომსახურების შესახებაც, რადგან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დიდი შანსია, მისი გამოძახება დაგჭირდეთ. 

  • შესაძლებელია თუ არა შევცვალო ჩემი ავტოდაზღვევის ფასი? 

იმის გათვალისწინებით, რომ ავტოდაზღვევის ფასი ფიქსირებული არაა და შესაძლებელია მისი ღირებულება გარკვეულ შემთხვევებში შეიცვალოს, ავტოდაზღვევის ფასის ცვლილებაც შესაძლებელია. 

ტარიფები განსხვავდება კომპანიების მიხედვით და პერიოდულად იცვლება კონკურენციისა და სხვა საბაზრო ფაქტორების გამო. 

ასევე, თქვენი ინდივიდუალური რისკის პროფილის ცვლილებამ (მაგ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ავტომობილი, საგზაო შემთხვევები) შესაძლოა პრემიის გადახედვა განაპირობოს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტო დაზღვევის ფასები საქართველოში პროვაიდერის, მძღოლის სადაზღვევო ისტორიის, მანქანის მოდელისა და სხვა ფაქტორების მიხედვით იცვლება.

სწორედ ამიტომ,  სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” წარმოგიდგენთ ავტოდაზღვევას, რომელიც შემდეგ შემთხვევებს ფარავს: 

  • ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული სრული დაზიანება; 
  • აფეთქება, ხანძარი და ვანდალიზმი; 
  • სტიქიური უბედურებები; 
  • ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა; 
  • ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ნაწილობრივი დაზიანება;
  • ლაფეტის უფასო მომსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს; 
  • 24-საათიანი ავტო ასისტანსი; 
  • დაზღვევა ნულოვანი ფრანშიზით;

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს