ავტოდაზღვევის არჩევა

ავტო დაზღვევის პოლისის არჩევის 5 მნიშვნელოვანი კრიტერიუმი

5 წუთი
ბლოგი

ავტოდაზღვევა ხშირად მძღოლების ფინანსური უსაფრთხოების გარანტიად განიხილება, თუმცა ამ სადაზღვევო პროდუქტის მნიშვნელობა მხოლოდ მანქანის მფლობელის დაცვაზე მეტს მოიცავს. ავარიების შემთხვევაში ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაშიც. 

ამ ბლოგპოსტში ჩვენ ვისაუბრებთ ავტოდაზღვევის შერჩევის სპეციფიკაზე და განვიხილავთ იმ 5 კრიტერიუმს, რომელიც ავტოდაზღვევის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ “ალდაგი” 3 ტიპის სადაზღვევო პოლისს გთავაზობთ თქვენი ავტომობილისთვის - სტანდარტულ ავტოდაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევასა და “ავტო ოპტიმუმს”, რომელიც მანქანასთან დაკავშირებული ყველა რისკის ნახევარ ფასად დაზღვევას გულისხმობს. 

როგორ შევარჩიოთ ავტოდაზღვევა? 

იმისთვის, რომ თქვენზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი შეიძინოთ, აუცილებლად უნდა მოიძიოთ საუკეთესო სადაზღვევო კომპანია, რომელიც მისაღებ პირობებსა და ტარიფებს შემოგთავაზებთ. 

დაფარვის ტიპი და ლიმიტები - პირველ რიგში,გადაწყვიტეთ რა ტიპის სადაზღვევო პაკეტის შეძენა გჭირდებათ - სტანდარტული ავტოდაზღვევა პასუხისმგებლობის დაზღვევა. ავტოდაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეულ დაზიანებას, ხანძრის, აფეთქების, ვანდალიზმის შედეგად დამდგარ ზარალს, სტიქიური უბედურების, ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის შედეგად გამოწვეულ ზიანს ფარავს. 

ავტომობილის სტანდარტული დაზღვევის შეძენამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ დაზღვეული თანხა თქვენი მანქანის რეალურ საბაზრო ღირებულებას შეესაბამება. მაქსიმალური დაზღვევის ლიმიტი კი უნდა იყოს ავტომობილის ფასის 80-100%. 

პასუხისმგებლობის დაზღვევა მძღოლის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებულ ზიანს ფარავს. 

ფრანშიზა - ფრანშიზა თანხაა, რომელსაც სადაზღვევო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში იხდით, ნაწილს კი თავად სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. რაც უფრო დაბალია ფრანშიზა, მით უფრო მაღალია სადაზღვევო პრემია. ამის გათვალისწინებით, აირჩიეთ ისეთი ფრანშიზა, რომლის გადახდაც თქვენთვის ფინანსურ სირთულეს არ წარმოადგენს. 

მომსახურების არეალი და პირობები - დარწმუნდით, რომ პოლისი იმ რეგიონებში მოქმედებს, რომელშიც ყველაზე ხშირად გიწევთ მანქანით გადაადგილება. გაარკვიეთ დაზღვევა გთავაზობთ თუ არა უფასო ევაკუატორსა და ავტომობილის შეკეთებას. ამასთან ერთად, შეაფასეთ როგორია ზარალის ანაზღაურების პროცედურა და ვადები. 

სადაზღვევო კომპანიის რეპუტაცია და სანდოობა - ჩაატარეთ ინტერნეტ მოკვლევა კომპანიის რეპუტაციისა და გადახდისუნარიანობის შესახებ. ყურადღებით გაეცანით მომხმარებელთა გამოხმაურებებსა და გამოცდილებებს. 

ფასი - მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებების შესახებ და შეადარეთ ფასები და პირობები ერთმანეთს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ავტოდაზღვევის ფასი განპირობებულია ისეთი ფაქტორებითაც, როგორებიცაა მანქანის მოდელი, წელი, მძღოლის ასაკი და გამოცდილება. 

მაღალი რისკის მქონე ავტომობილებისთვის, როგორც წესი, შედარებით მაღალი ტარიფები წესდება. მსგავსი მიდგომა მოქმედებს ახალგაზრდა და გამოუცდელი მძღოლების შემთხვევაშიც. 

სასურველია აირჩიოთ პოლისი, რომელიც საუკეთესო ფასსა და თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს გთავაზობთ. 

რატომ უნდა შევიძინოთ ავტოდაზღვევა? 

ავტოდაზღვევის შეძენას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია, მათ შორისაა:

ფინანსური დაცვა - ავტოდაზღვევა სერიოზული ფინანსური დანახარჯებისგან დაგიცავთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. პოლისი ფარავს ავარიით მიყენებულ ზიანს თქვენი და სხვისი ავტომობილის მიმართ.

კანონის დაცვა - უმეტეს ქვეყნებში სავალდებულოა მინიმალური ავტოდაზღვევის ქონა კანონით. წინააღმდეგ შემთხვევაში გელით ჯარიმები და სანქციები.

პასუხისმგებლობის დაზღვევა - ზოგიერთი ავტოდაზღვევა სხვისთვის მიყენებულ ზიანსაც ფარავს. მძღოლის დაზღვევა სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მაღალი რისკის მქონე ავტომობილებისა და ახალგაზრდა მძღოლებისთვის. 

სიმშვიდე - ავტოდაზღვევა გაძლევთ სიმშვიდის განცდას იმის გამო, რომ თქვენ დაცული ხართ შემთხვევითი მოვლენებისგან გზაზე.

დამატებითი სერვისები - ზოგიერთი დაზღვევა მოიცავს ისეთ დამატებით სერვისებსაც, როგორიცაა ევაკუატორი, სათადარიგო ავტომობილი და ა.შ.

ზოგადად, ავტოდაზღვევა ხელს უწყობს რისკების მართვასა და ფინანსურ სტაბილურობას საგზაო შემთხვევების დროს.

რას მოიცავს ავტომობილის დაზღვევა “ალდაგში”?

ავტოტრანსპორტის დაზღვევა “ალდაგისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

სადაზღვევო პოლისებთან ერთად, “ალდაგის” 24-საათიანი ავტო ასისტანსი შემდეგ სერვისებს მოიცავს: 

  • საბურავის გაბერვა ან შეცვლა სათადარიგოს არსებობის შემთხვევაში; 
  • ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარება; 
  • აკუმულატორის დამუხტვა;
  • საწვავის მიწოდება;
  • ლაფეტით მომსახურება თბილისში, თბილისიდან 30კმ-ში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, თელავში და ამ ქალაქებიდან 30 კმ-ის რადიუსში. 

“ალდაგი” გთავაზობთ მძღოლისა და მგზავრების დაზღვევასაც. პოლისით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის ან მგზავრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, “ალდაგის” სადაზღვევო პოლისი მათ თავიდან აარიდებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს