ბიზნესის რისკებისგან დაცვის მექანიზმები
საქ. სტატის მიმდინარე ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 232,441 - მცირე, 3,257- საშუალო და 758 მსხვილი ბიზნესია რეგისტრირებული. ეს ის სექტორია, რომელიც წლიდან წლამდე განსაკუთრებით სწრაფად იზრდება და შესაბამისად დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის სწორად გამოყენება, მათთვის უმნიშვნელოვანესი ხდება. ბოლო წლების განმავლობაში კორპორატიული დაზღვევის მოხმარების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებულად აქტიურობს. ალდაგის პორტფელში SME კომპანიების წლიური ზრდა დაახლოებით 200%-ია. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ერთი მხრივ საწარმოო პროცესი და მეორე მხრივ, მარაგების დაცვა. არაერთი შემთხვევა უკავშირდება საწარმოში ან საოფისე სივრცეებში არსებულ ელექტრო მოწყობილობებსაც. მიწისძვრა, შტორმი, მეწყერი, დატბორვა - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია, რომელიც ბიზნესის შემთხვევაში ძალიან დიდ ზიანს უკავშირდება, ასევე, ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი და ა.შ.
ამ რისკებისგან დაცვის მექანიზმებზე ალდაგის კორპორატიული დაზღევის დირექტორის მოადგილე, თამარ ძნელაძე, პასუხობს კითხვებს:
რა ტიპის მცირე საწარმოებს შეუძლიათ ალდაგში დაზღვევა?
საწარმოს პროფილს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა არის გარკვეული სხვაობები რისკების კუთხით. პირობითად ქვის დამამუშავებელი საწარმოსა და კვების პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს რისკები განსხვავებულია და მათ განსხვავებულ პოლისებს ვთავაზობთ, განსხვავებული დაფარვებით. მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის წინ საწარმო იყოს ტექნიკურად გამართული, საწარმოო პროცესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ორივე მხარე უნდა იყოს შეთანხმებული, რომ საწარმო რომელიც იზღვევა, არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების შესაბამისი სისტემებით.
რა ნაბიჯებს დგამს ალდაგი რომ დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს?
ზოგადად მიჩნეულია, რომ ბიზნესის დაზღვევა ძვირია, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. დაზღვევის დაფარვის შესაძენად გადახდილი თანხები არის მინიმალური იმ რისკებთან შედარებით, რომელის აცილებაც დაზღვევით ხდება. ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს, უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული მოულოდნელი დანაკარგებისგან, რადგან რისკების უგულვებელყოფამ შესაძლოა ბიზნესი სერიოზულ ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანოს.
სწორედ ამისათვის ვმუშაობთ ყველაზე მეტს, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ კომპანიასთან მივიდეთ და თუნდაც სამომავლო თანმაშრომლობისათვის გავაცნოთ ყველა საჭირო სადაზღვევო პროდუქტი. ამ მიზნებისთვის გვაქვს სპეციალური შესაძლებლობა პროდუქციას პირდაპირ ყველასთვის ხელმისაწვდომი სოციალური ქსელებიდან შესაძლებელია ჩაინიშნოს შეხვედრა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის მენეჯერთან.
2024 წელს ალდაგმა მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული არაერთ პროექტი წამოიწყო.რას გამოყოფდით?
გამოვყოფდი დაზღვევას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ საწყობებს და სასაქონლო მარაგებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი რისკები აქვთ. ზოგადად საწყობებისათვის , განსაკუთრებით ისეთი საწყობებისათვის, რომლებიც ამავე დროს არიან ოპერატორები, ანუ ერთ ან რამდენიმე დამკვეთს ემსახურებიან, აწვდიან და ასაწყობებენ პროდუქციას., შევიმუშავეთ ცალკე უფრო გაფართოებული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, Warehouse keeper’s Liability რომელიც ფარავს საქმიანობის პროცესში დამგარ პასუხისმგებლობას, მაგალითად პროდუქციის მიღებისას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დაზიანებებს, არასწორ მისამართზე პროდუქციის გაგზავნა, არაუფლებამოსილ პირზე პროდუქციის გაცემა.,
ეს პოლისი პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაა, და როდესაც დამზღვევს პასუხისმგებლობა დაეკისრება, სწორედ ასეთი შემთხვევები დაექვემდებარება ანაზღაურებას.
სამაცივრე მეურნეობებისათვის აქტუალური პროდუქტი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებს ვთვაზობთ არის Deterioration of stock Insurance ასევე სამაცივრე დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად , ტემპერატურული რეჟიმის ცვალბადობის გამო არსებული მარაგების გაფუჭება, თუ მაგალითად არ მოხდა ტემეპრეატურული რეჟიმის დაცვა, ან მაცივარი გამოვიდა მწყობრიდან და დასაწყობებული პროდუქცია გაფუჭდა, ასეთი ზარალები დაექვემდებარება ანაზღაურებას,
როგორც ჩვეულებრივი მშრალად დასაწყობებული მარაგებისათვის , ასევე საწყობებისათვის რომლებიც განსკაუთრებული ტემპერატურული რეჟიმით ინახავენ დამკვეთის ან /და საკუთარ მარაგებს ორივე მიმართულებით ვთავაზობთ და ვფარავთ პასუხსიმგებლობას, დაზღვევის პროდუქტისთვის შემუშავებული შესაბამისი პირობების მიხედვით. ზოგადად სასაწყობე მეურნეობებს დიდ ხარჯებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები აქვთ და მათთვის ბიზნესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ დაზღვევის ისეთი მორგებული სერვისების შეთავაზებას, რომელიც ამ სეგმენტს ბიზნესის უსაფრთხოდ მართვაში დაეხმარება.