ღია ბანკინგის სპეციფიკა და ალდაგის ახალი პროდუქტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ღია ბანკინგში ჩართვის მსურველ საფინანსო ორგანიზაციებსა და სტარტაპებს სიახლით დაუბრუნდა და სპეციალურად მათთვის შექმნილ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას სთავაზობს.
ბაზრის განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებლების საჭიროებები და მოთხოვნები, ალდაგი ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს მათზე მორგებული სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს და ამჯერად ფინტეკ კომპანიებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი შესთავაზა.
ღია ბანკინგის სპეციფიკასა და სპეციალურად, აღნიშნულისთვის, შექმნილი სადაზღვევო პოლისის შესახებ, ალდაგის სადისტრიბუციო არხების განვითარების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ ქორთუა ისაუბრებს:
- რას გულისხმობს ღია ბანკინგი და რა უპირატესობები აქვს?
ღია ბანკინგი ახალი მიდგომაა, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა ფინანსური სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მარტივად გაცვალოს საკუთარი ფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა ბანკებს შორის.
ღია ბანკინგის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარება ბაკებსა და ორგანიზაციებს შორის უფრო სწრაფი, მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდა, ფაქტობრივად ეს არის ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც ზრდის ჯანსაღ კონკურენციას.
- ვის შეუძლია ჩაერთოს ღია ბანკინგში?
ღია ბანკინგში ჩართვა შეუძლია კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და აიღებენ შესაბამის ლიცენზიას, ვფიქრობ რომ ფინტეკ კომპანიები, სტარტაპერები და სხვადასხვა ფინანსური სერვისის მიმწოდებლი ორგანიზაციები იქნებიან მსურველები საკუთარი მომსახურება მომხმარებლებს ღია ბანკინგის მეშევობით მიაწოდონ.
- რას სთავაზობს ალდაგი ღია ბანკინგში ჩართვის მსურველ კომპანიებს?
ალდაგი მომხმარებლებს სთავაზობს სადაზღვევო პოლისს, რომელიც ფარავს პროფესიულ პასუხსიმგებლობას ღია ბანკინგის საქმიანობის ჭრილში, რაც გულისხმობს ელექტორნული ტექნოლოგიების მეშვეობით სხვადასხვა სუბიექტებს შორის მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას მომხმარებლისთვის გადახდის ინიცირების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების შეთავაზების მიზნით. პოლისით იფარება პროფესიული შეცდომით გამოწვეული ფინანსური ზიანი, რომელიც დგება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ღია ბანკინგით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგად.
ალდაგის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა რელევანტურია სტარტაპებისა და ფინტეკ კომპანიებისთვის, რომლებიც აპირებენ ღია ბანკინგში ჩართვას, რადგან ლიცენზიის მისაღებად კომპანიებმა საბანკო გარანტია ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი უნდა წარადგინონ.
ბაზრის განვითარებასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობთ შევქმნათ ისეთი სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დაზღვევა?
როგორც აღვნიშნე, ზოგადად, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა არის პროდუქტი რომელიც ითვალისწინებს პროფესიული საქმინაობის შესრულებისას დაშვებული შეცდომის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულების ანაზღაურებას. სწორედ აღნიშნული სადაზღევო პროდუქტის წარდგენა არის ერთერთი მოთხოვნა ლიცენზიის ასაღებად.
ალდაგი არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც აღნიშნული პოლისი გასცა.