როგორ მოვიქცეთ შემთხვევის დროს

როგორ მოვიქცეთ შემთხვევის დროს

2 წუთი
ბლოგი

ალბათ არაერთხელ შეგხვედრია მოწოდება, რომ მანქანის დაზღვევის დროა, რომ აქცია დაიწყო და ნახევარ ფასად ყველა რისკს დააზღვევ! 

რაც არც ისე ხშირად გვხვდება არის ის, თუ რა ხდება მანქანის დაზღვევის შემდეგ და კიდევ უფრო კონკრეტულად – როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას?
შემთხვევის დროს შეგიძლია ერთი მარტივი წესი გაიხსენო, წესი სახელად:

დ ა მ შ ვ ი დ დ ი

და მაინც რას გვასწავლის ეს წესი?

 – დარეკე ალდაგის ქოლ ცენტრში

დარეკე ნომერზე 0322 444 999, ოპერატორი გიპასუხებს და გადასცემს შენს შემთხვევას დაზღვევის აგენტს

 – აცნობე პატრულს 

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა პატრულის ადგილზე მოსვლა გახდეს საჭირო. ამ საკითხში ალდაგის ოპერატორიც გადეხმარება

 – მალე აგენტი მოვა შენთან 

დაზიანებული ავტომობილის ფოტოებს გადაიღებს, შეაფასებს სიტუაციას და გადააგზავნის მანქანის ფოტოებს შესაფასებლად 

 – შეფასების დროა!

ფოტოების და სიტუაციის მიხედვით, დადგინდება თუ რა პროცენტით დაზიანდა მანქანა და რა თანხას მიიღებ.

 – ველოდებით შედეგებს

მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, თუ რა თანხას მიიღებ მანქანის ნაწილების შეკეთებაში ან სრულად აღდგენაში. 

 – ირჩევ სასურველს 

რა სახით გირჩევნია თანხის მიღება: გსურს თანხა შენს ანგარიშზე მიიღო, თუ კონკრეტული ავტო ცენტრი გყავს შერჩეული და თანხის პირდაპირ მათთან ჩარიცხვა გირჩევნია

 – დაელოდე თანხის ჩარიცხვას 

დადასტურებიდან სულ რამდენიმე დღეში მიიღებ თანხას. 

 – დროა მანქანა პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს!

 – ისიამოვნე  დაზღვევით

გახსოვდეს, რომ თუ შენი მანქანაც და პასუხისმგებლობაც დაზღვეულია – შემთხვევის დადგომისას საიმედო ხელში ხარ და მზად ხარ ნებისმიერი სიტუაციისთვის! 

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს