როგორ შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა მობილბანკიდან?
მოგზაურობის დაგეგმვისას უსიამოვნო მოულოდნელობებზე ბევრი რომ არ იფიქრო, გასწავლით, როგორ შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით და მზად იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
- გახსენი საქართველოს ბანკის მობილბანკი
- დამატებით ფუნქციებში აირჩიე დაზღვევის ველი;
- მონიშნე სამოგზაურო დაზღვევა;
- დაიწყე პოლისის შევსება;
- მიუთითე გსურს თუ არა დამატებითი რისკების დაზღვევა, რომელიც ბარგის დაკარგვის და რეისის გადადების ხარჯებისგან დაგიცავს;
- აირჩიე ალდაგის პოლისი;
- გადაამოწმე პოლისის შესახებ ინფორმაცია, პირადი მონაცემები, გაეცანი წესებსა და პირობებს და მზად ხარ მოგზაურობისთვის;
პოლისს შენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, ონლაინ მიიღებ და რაც მთავარია, შენი მოგზაურობა, ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი რისკებისგან იქნება დაცული.
დეტალებისთვის ან შესაძენად ეწვიეთ ლინკს