მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც მანქანას ალდაგში დააზღვევენ, სადაზღვევო შემთხვევის დროს ალტერნატიული ავტომობილით ისარგებლებენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მანქანის აღდგენისას, როდესაც დაზიანებული ნაწილების შეკეთება სერვისცენტრში ხდება. ავტომობილის ჩანაცვლების ვადა წლის განმავლობაში 14 დღეა.
ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.
ხშირად დასმული კითხვები ჩანაცვლების სერვისის შესახებ:
რამდენი ხნით ხდება ავტომობილის ჩანაცვლება ?
ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა მომხმარებელს წლის განმავლობაში 14 დღით შეუძლია. თუ მომხმარებელს მოკლე ვადით დასჭირდა აღნიშნული სერვისით სარგებლობა, დარჩენილი დღეების გამოყენება სხვა სადაზღვევო შემთხვევის დროს შეუძლია.
რა შემთხვევაში ხდება ჩანაცვლება ?
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი სერვისცენტრში აღდგენას საჭიროებს, ალდაგი გაძლევთ ალტერნატიული ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას.
რა ავტომობილით ხდება ჩანაცვლება ?
თუ დაზღვეული ავტომობილის ღირებულება მერყეობს 8000$-დან 20 000$-მდე ჩანაცვლება მოხდება Toyota corolla-ს მარკის ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით, ხოლო თუ ღირებულება აღემატება 20 000$ -ს, ჩანაცვლება მოხდება Hyundai Tucson-ით ან მასთან გათანაბრებული კლასის ავტომობილით.
არის თუ არა ჩანაცვლებული ავტომობილი დაზღვეული ?
ჩანაცვლებული ავტომობილი, რომელსაც ალდაგი ალტერნატივად გთავაზობთ, დაზღვეულია.
ვის შეუძლია აღნიშნული სერვისით სარგებლობა ?
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, რომელიც აზღვევს მინიმუმ 8000$-ის ღირებულების ავტომობილს და დაზღვეული ავტომობილი გამოიყენება პირადი მოხმარების დანიშნულებით.
როგორია ჩანაცვლების პროცედურა?
სადაზღვევო შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, როდესაც კომპანია სრულ დოკუმენტაციას მიიღებს და აღნიშნული შემთხვევა ჩაითვლება ვალიდურად, მომხმარებელს უფლება აქვს ჩანაცვლების სერვისის მოთხოვნით მიმართოს კომპანიას, აღნიშნულის საფუძველზე ალდაგისგან მიიღებს სპეციალურ მიმრთვის ფორმას, რის შედეგადაც შეძლებს ალტერნატიული ავტომობილით სარგებლობას.
სერვისით სარგებლობის დროს დამატებით ვიხდი თანხას ?
ავტომობილის დაზღვევის დროს, მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას სურს თუ არა აღნიშნული სერვისით სარგებლობა. სერვისით სარგებლობის დროს, დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვს.