პრიმო ქონება - მეტი ვიდრე დაზღვევა
ბლოგი
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს პერსონალურ სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. პრიმოს უნიკალურობა მის განსხვავებულ სერვისსა და პერსონალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებშია.
პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. პრიმოს სერვისის ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა და გულისხმობს ავტომობილზე ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს. რას სთავაზობს მომხმარებელს პრიმო:
- სერვისის სრულყოფილებას, მათ შორის: ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება;
- პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს ეხმარება დროის მინიმალური დანახარჯით მიიღოს პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივე.
ალდაგს პრიმოს წევრებისთვის სიახლე აქვს, რომელიც სპეციალური პირობებით ქონების დაზღვევას გულისხმობს. მომხმარებლისთვის შექმნილ ახალ პროდუქტზე პრიმოს სამსახურის უფროსი, ია სხირტლაძე საუბრობს:
როგორ შეიქმნა პრიმო ქონება?
პრიმოს მთავარი პროდუქტი თავდაპირველად იყო ავტოდაზღვევა, სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტით, თუმცა ბუნებრივია მხოლოდ ავტომობილი არ არის ის საკუთრება რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშრებული და განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, აქვეა არანაკლებ ღირებული აქტივი - უძრავი ქონება, რომლის ზიანის ალბათობა საკმაოდ მაღალია და თანაც, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ჩვენი სიმშვიდისთვის კიდევ ერთი საჭირო პროდუქტია ქონების დაზღვევა. ვთანხმდებით, რომ მომხმარებლისთვის გაცილებით კომფორტულია ყველა მომსახურების ერთ სივრცეში მიღება, ერთ მენეჯერთან კომუნიკაცია, რომელიც უკვე იცნობს მის საჭიროებებს, პრიორიტეტებს. შესაბამისად დადგა პრიმო ქონების დაზღვევის შექმნის საჭიროებაც.
რას სთავაზობს პრიმო ქონება მომხმარებლებს?
პრიმო ქონება მომხმარებლებს სრულ სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს, რომელიც როგორც კარკასისა და რემონტის, ასევე ბინის შიგთავსის/ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას, მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას გულისხმობს. გაქირავებული ქონების შემთხვევაში, საკმაოდ აქტუალური და საჭიროა მეიჯარის ან მოიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევა, საიჯარო შემოსავლის დაზღვევა - ფაქტობრივად სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტია, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომაროებს, რომ ის სცდება სტანდარტულ მოლოდინებს, ზრუნავს მომხმარებლების Lifestyle-ზე, ქმნის საინტერესო და ღირებულ გამოცდილებას, ასოცირდება დადებით მოვლენებთან და არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევებთან.
რა გამოწვევების წინაშე დადგა ალდაგის გუნდი პრიმო ქონების შექმნის პროცესში?
მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა უფრო მეტი ვიდრე პროდუქტი, მიგვეწოდებინა ისეთი სერვისი, რაც მათ თავს გამორჩეულად აგრძნობინებდა, ამიტომ ვიფიქრეთ იმ საჭიროებებზე, რაც შეიძლება თან ახლდეს ყოველდღიურობას ჩვენს ბინაში, სახლსა თუ აგარაკზე. ვეცადეთ, მომხმარებლებისთვის მორგებულ სადაზღვევო პირობებთან ერთად, შეგვეთავაზებინა ისეთი ბენეფიტები, რომელიც პრიმოს წევრებს მეტ კომფორტს შეუქმნიდა. სწორედ ამიტომ, პრიმოს მომხმარებლებს სახლის მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებაზე განსაკუთრებულ ბენეფიტებს ვთავაზობთ (ჭკვიანი სისტემები, ქიმწმენდა, კერძო სახლისა და აგარაკების მოვლა, ინოვაციური აპარატურა და ა.შ.); ცხადია ეს შეთავაზებების სრული ჩამონათვალი არ არის, ჩვენს მომხმარებლებს გადაეცემათ ციფრული ბარათი, რომელის საშუალებითაც მათთვის სასურველი მომსახურების შერჩევას შეძლებენ.
რა მიდგომებს იყენებს ალდაგის გუნდი პროდუქტის დასახვეწად/გასაუმჯობესებლად?
დროსთან ერთად, ცხადია იცვლება მომხმარებლების საჭიროებებიც, იზრდება კონკურენცია, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი.
პრიმო მენეჯერების აქტიური კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას მივიღოთ და გავააანალიზოთ მომხმარებლების უკუკავშირი. ვცდილობთ, მუდმივად ავუწყოთ ფეხი მომხმარებლის მოთხოვნებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისები, შესაბამისად ჩვენს მომხმარებლებს ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.