როგორ ვიქირაოთ მანქანა ალდაგის ექსკლუზიური შეთავაზებით

როგორ ვიქირაოთ მანქანა ალდაგის ექსკლუზიური შეთავაზებით

ბლოგი

მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება და მისი დაგეგმვისას ყოველთვის ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური კომფორტი შევიქმნათ. თქვენი მოგზაურობის სრულყოფისთვის, ალდაგი და SIXT-ი დამეგობრდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ალდაგში შეიძენენ, ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალური ფასით ისარგებლებენ.

SIXT-ი არის გლობალური ლიდერი ავტომობილების გაქირავებაში და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ამ ბლოგში, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა ისარგებლოთ ალდაგის ახალი შეთავაზებით:

მანქანის ქირაობის პროცესი

  1. პირველ რიგში, შეიძინეთ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა;
  2. დაზღვევის შეძენის შემდეგ, სმს-ის საშუალებით, მიიღებთ შეთავაზების ბმულს;
  3. ბმულზე გადასვლით, აღმოჩნდებით ალდაგის კორპორატიულ გვერდზე, რომელზეც ფასდაკლება უკვე აქტიურია;
  4. ლოკაციისა და თარიღების არჩევის შემდეგ,  მიუთითეთ გამოყვანისა და დაბრუნების ადგილმდებარეობა;
  5. ავტომობილის შერჩევის შემდეგ, გადახედეთ ჯავშნის დეტალებს და დაადასტურეთ თქვენი შეკვეთა. ჯავშნის ნომერსა და დამატებით ინფორმაციას ელ-ფოსტის ან აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ.

საბუთები, რომლებიც გჭირდებათ ავტომობილის დაქირავებისთვის:

  • საერთაშორისო ან ადგილობრივი მართვის მოწმობა, რომელიც ვალიდურია იმ ქვეყანაში, რომელშიც ქირაობთ ავტომობილს;
  • პასპორტი;
  • და რა თქმა უნდა, ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, ადგილზე წარსადგენად;

 

 

 

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს