როგორ შევარჩიოთ სამოგზაურო დაზღვევა

5 ფაქტორი, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

5 წუთი
ბლოგი

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება მიიღოთ. ახალი კულტურების აღმოჩენა და უცნობი ადგილების შესწავლა მსოფლმხედველობის გაფართოებასა და პოზიტიური ემოციების მიღებაში გეხმარებათ. 

მიუხედავად ამისა, ყოველი მოგზაურობა, ახალ თავგადასავლებთან ერთად, ხშირად, ახალ თავსატეხებთანაც არის დაკავშირებული, რამაც შესაძლოა სრულად შეცვალოს თქვენი განწყობა. 

ბარგის დაკარგვასთან, რეისის გაუქმებასთან ან/და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც სტრესისა და მოულოდნელი ფინანსური ზიანის ანაზღაურებაში დაგეხმარებათ. 

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” მომხმარებელს მაღალი ხარისხის სამოგზაურო დაზღვევის პაკეტებს სთავაზობს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად,ჩვენი ვებგვერდის დახმარებით შეიძინოთ. 

რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა? 

სამოგზაურო დაზღვევას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც მოგზაურობისას თქვენს ფინანსურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

სამედიცინო მომსახურება - სამოგზაურო დაზღვევის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაა. ეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, მედიკამენტების შეძენასა და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ევაკუაციასაც კი მოიცავს.

ფინანსური ზიანი - დაზღვევა ანაზღაურებს ფინანსურ ზიანს, რომელიც შეიძლება ბარგის დაკარგვამ ან დაზიანებამ, რეისის გაუქმებამ ან შეფერხებამ, პასპორტის დაკარგვამ და სხვა მსგავსმა მოულოდნელობებმა გამოიწვიოს. 

იურიდიული ხარჯები - თუ მოგზაურობისას კანონთან პრობლემა შეგექმნათ, სამოგზაურო დაზღვევა ადვოკატის მომსახურების ხარჯებს დაფარავს და იურიდიულ დახმარებას გაგიწევთ.

მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა - დაზღვევა აანაზღაურებს ზიანს, რომელიც მოგზაურობისას შეიძლება უნებლიედ მიაყენოთ მესამე პირს ან მის ქონებას.

სამშვიდობოს დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება - უბედური შემთხვევის ან გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვევა ფარავს ცხედრის დაბრუნების ხარჯებს სამშობლოში. 

სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ, სადაზღვევო კომპანიას შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდეთ. ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დღე-ღამის განმავლობაში. 

სადაზღვევო კომპანიები, ხშირად, გიზიარებენ სამოგზაურო რჩევებსა და მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, რომელშიც გეგმავთ მოგზაურობას, მათ შორის უსაფრთხოების მდგომარეობის, აუცილებელი აცრებისა და ვიზის მოთხოვნების თაობაზე. ეს მოგზაურობის პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს აგარიდებთ. 

სამოგზაურო დაზღვევა საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ მოგზაურობა თქვენზე მორგებული პირობებითა და უსაფრთხოების გარანტიით. 

უსაფრთხოების განცდა, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოგზაურობის პერიოდი ახლოვდება და საკუთარი სახლებისგან შორს გიწევთ ყოფნა. ამ პრობლემის გადასაჭრელად სახლის დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია. 

“ალდაგის” სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს, დაზღვევა თქვენს საცხოვრებელს ისეთი უბედური შემთხვევებისგან იცავს, როგორებიცაა აფეთქება, ხანძარი, დატბორვა და მეხის დაცემა. 

“ალდაგის” სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავის სრულად დაცვაში. 

როგორ შევარჩიოთ სამოგზაურო დაზღვევა? 

სამოგზაურო დაზღვევის შერჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

დაფარვის არეალი- დარწმუნდით, რომ დაზღვევა იმ ქვეყნებში მოქმედებს, რომლებშიც მოგზაურობთ. ზოგიერთი პოლისი მხოლოდ გარკვეულ რეგიონებს ფარავს.

სამედიცინო დაფარვის ლიმიტები - შეამოწმეთ რა ტიპის სამედიცინო სერვისებს ფარავს დაზღვევა და რა არის მაქსიმალური ლიმიტი სამედიცინო ხარჯებისთვის. 

გამონაკლისები - ყურადღებით წაიკითხეთ რა შემთხვევებში არ იფარება ზარალი. ეს შეიძლება მოიცავდეს უკვე არსებულ სამედიცინო მდგომარეობებს, სხვადასხვა ტიპის მაღალი რისკის აქტივობებს და ა.შ.

რეპატრიაციის დაფარვა - შეამოწმეთ პოლისი ფარავს თუ არა სამედიცინო ევაკუაციისა და რეპატრიაციის ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში).

ბარგთან დაკავშირებული საკითხები - გაარკვიეთ რა ლიმიტითა და პირობებით არის დაზღვეული თქვენი ბარგი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.

გაუქმებისა და შეფერხებების დაფარვა - ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ძვირადღირებულ ტურს ან ავიაბილეთებს ყიდულობთ, რომელთა გაუქმება ან გადადება ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

პასუხისმგებლობის დაფარვა - აუცილებელია, რომ პოლისი ითვალისწინებდეს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, რათა თავიდან აიცილოთ სასამართლო დავები.

24-საათიანი მხარდაჭერა - შეარჩიეთ ისეთი დაზღვევა, რომელიც 24-საათიან დახმარების სერვისს გთავაზობთ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლოთ მათთან დაკავშირება. 

აქტივობების დაფარვა - თუ ისეთ აქტივობებში მონაწილეობას გეგმავთ, როგორიცაა დაივინგი, ცხენოსნობა, სათხილამურო სპორტი და ა.შ. დარწმუნდით, რომ თქვენი დაზღვევა ფარავს მათ.

ფასი - შეადარეთ სხვადასხვა პოლისის ფასები და პირობები, რათა იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება.

იმისთვის, რომ დაზღვევა ონლაინ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პირობებით, იხილეთ “ალდაგის” შეთავაზებები, რომელიც როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ბიზნესისთვის განკუთვნილ სადაზღვევო მომსახურებას მოიცავს. 

სიახლეები

გაეცანით საინტერესო სიახლეებს