როგორი სამოგზაურო დაზღვევა უნდა შეიძინო?
ყოველი მოგზაურობა, ახალ თავგადასავლებთან ერთად, ხშირად, ახალ თავსატეხებთანაც არის დაკავშირებული, რამაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს მოგზაურობისას თქვენი განწყობა, ამ უსიამოვნო შემთხვევებს თავი მაქსიმალურად, რომ ავარიდოთ, საჭიროა სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც აანაზღაურებს ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ სამედიცინო ხარჯებს.
შენი მოგზაურობის სიხშირიდან გამომდინარე, შეგიძლია შეიძინო 2 ტიპის დაზღვევა:
- ერთჯერადი
- მულტი
ერთჯერადი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, უნდა აირჩიო კონკრეტული პერიოდი, რომლის განმავლობაში ერთჯერადად ისარგებლებ დაზღვევით.
მულტი დაზღვევის შეძენისა, კი წინასწარ ირჩევ სასურველი დღეების რაოდენობას, თანხას გადაიხდი ერთხელ და მთელი წლის განმავლობაში, ყოველი მოგზაურობისას ავტომატურად ისარგებლებ დაზღვევით, არჩეული დღეების რაოდენობის ფარგლებში.
არსებობს 3 ტიპის დაფარვის მქონე პოლისი, რომელთა მაქსიმალური ლიმიტიც 50,000 $-ს შეადგენს.
- სტანდარტი
სტანდარტულ დაფარვა მოიცავს ჯანმრთელობის რისკების დაზღვევას, რომელშიც შედის:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯები
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯები
- გადაუდებელი ამბულატორული მკურნალობის ხარჯები
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობის ხარჯები
- გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობის ხარჯები
- დაზღვეულის რეპატრიაციის ხარჯები
- კომფორტი
კომფორტ დაფარვა მოიცავს როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე დამატებით დაფარვებს როგორიცაა:
- მოგზაურობის გაუქმება
- მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა
- შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარ
- ბარგის დაკარგვა
- ავიარეისის გადადება
- პირადი პასუხისმგებლობა ( რაშიც მოისაზრება, ლიმიტის დაცვით, პირადი საკუთრების დაკარგვის შემთხვევაში, ანაზღაურება)
- პრემიუმი
პრემიუმ დაფარვა, მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დაფარვას, გაორმაგებული ლიმიტებით.
დაზღვევა კოვიდ დაფარვით
უკვე არსებულ სადაზღვეო პოლისის პაკეტს, ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია დაუმატო კოვიდ დაფარვაც, რომლის შეძენის შემთხვევაში საზღვარგარეთ მოგზაურობის პერიოდში,სხვა ყველაფერთან ერთად, დამატებით, აგინაზღაურდება კოვიდის გართულებული მდგომარეობით გამოწვეული ხარჯებიც.
მოგზაურობის დაგეგმვისას არ დაგავიწყდეს სამოგზაურო დაზღვევის შეძენა.
პ.ს შენი სამოგზაურო პაკეტის შერჩევის შემდეგ, სულ რაღაც ერთი დაწკაპუნებით, შეგიძლია მეგობარსაც შეურჩიო იდენტური პოლისი, ამით დაზოგო დრო და კიდევ უფრო გაიმარტივო შეძენის პროცესი