რა უნდა იცოდეთ ავტოდაზღვევის შესახებ
ავტოდაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია და მისი არსებობის აუცილებლობა და რისკების ამ სახით მართვა, უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება.
ამ ბლოგ პოსტში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტო დაზღვევასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს და მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას გაუზიარებს:
რა არის ავტოდაზღვევა ?
ავტო დაზღვევა ეს არის პროდუქტი, რომელიც გაზღვევთ გაუთვალისწინებელი ხარჯისგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მანქანა ავტოავარიის ან სტიქიის შედეგად დაზიანდა. ავტოდაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში ავტომობილის შეკეთების ხარჯს საკუთარ თავზე სადაზღვევო კომპანია იღებს, რაც ნიშნავს, რომ მოულოდნელი ფინანსური ხარჯისგან თავისუფლდებით. სქემა ასეთია: თქვენ, თქვენი ავტომობილის დაზღვევის სანაცვლოდ, იხდით მცირე თანხას ყოველთვე, ავტოსაგზაო შემცთხვევის დადგომისას კი თქვენი ხარჯი ნულის ტოლია.
რა შემთხვევებს ანაზღაურებს ავტოდაზღვევა ?
- ავტოსაგზაო შემთხვევას;
- ხანძარს/აფეთქებას;
- ქურდობას/ძარცვას/ყაჩაღობას;
- ვანდალიზმს;
- სტიქიურ მოვლენებს;
- სეტყვას/მიწისძვრას;
- საგნების ვარდნას;
- აქსესუარების დაზღვევას;
- გაურკვეველ ვითარებაში მანქანის დაზიანებას;
- ნებისმიერ გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება;
რამდენი ხნით შეიძლება ავტომობილის დაზღვევა მინიმუმ/მაქსიმუმ ?
ავტომობილი შეგიძლიათ დააზღვიოთ მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით.
რას ვაკეთებთ ავტოსაგზაო შემთხვევისას? როგორია პროცედურები?
პირველი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას უნდა გავაკეთოთ, არის ალდაგის ცხელ ხაზთან დაკავშირება, რაც მოგცემთ საშუალებას გაესაუბროთ მენეჯერს, რომელიც მოგცემთ ინსქტუქციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ;
როგორ ხდება ავტოდაზღვევის გაფორმება?
ავტოდაზღვევის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია. ალდაგთან ერთად შესაძლებელია შეიძინოთ ავტო დაზღვევა ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად, ან/და ადგილზე - დაზღვევის მენეჯერის დახმარებით.
რა არის საჭირო ავტომობილის დაზღვევის ასაღებად?
საჭიროა მხოლოდ ავტომობილის დასურათება, პირადობის მოწმობისა და ავტომობილის პასპორტის წარმოდგენა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
ანაზღაურებისას აქვს თუ არა მნიშვნელობა ვინ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა?
დაზღვევის, როგორც პროდუქტის უპირატესობა, სწორედ იმაშია, რომ ანაზღაურება ხდება ნებისმიერ შემთხვევაში - ვინც არ უნდა გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა. (გამონაკლისებია: კანონმდებლობის უხეში დარღვევა;)
ზარალის თანხა სრულად ანაზღაურდება თუ მომხმარებელსაც მოუწევს თანამონაწილეობა?
თანხის გაღება მომხმარებელს უწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ფრანშიზა (თანამონაწილეობა) არ არის 0%-იანი. ალდაგი კლიენტებს ძირითადად სთავაზობს „უფრანშიზო“ ანუ 0%-იან, თანამონაწილეობის გარეშე დაზღვევას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შემთხვევის დადგომისას არანაირი ხარჯი არ აქვს.
სხვისი ავტომობილი , ჯანმრთელობა ან ქონება რომ დავაზიანო ვინ აანაზღაურებს?
ავტომობილის დაზღვევასთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი ბრალეულობით მოხდება, არჩეული ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება როგორც ქონებრივი, ასევე ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი .
მოქმედებს თუ არა დაზღვევა ავტომობილის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში ?
ავტომობილის დაზღვევის პაკეტში შედის 24 საათიანი ასისტანსის მომსახურება რაც გულისხმობს ტექნიკური შეფერხების დროს დახმარებას, საწვავის მიწოდებას, საბურავის გამოცვლას, ევაკუაცია შემკეთებელ პუნქტამდე, აკუმულატორის დამუხტვა.
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია .