ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - მანქანის დაზღვევა განახევრებულ ფასად - რა არის ავტო ოპტიმუმი?
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგის ახალი პროდუქტი ავტო ოპტიმუმი ავტომობილს ნახევარ ფასად დაგაზღვევინებთ. სტანდარტულ დაზღვევასთან შედარებით, ოპტიმუმი ნახევარი ფასი ღირს, ყველა რისკს ფარავს და ოპტიმალურია მისთვის, ვისაც მსხვილი ფინანსური დანახარჯების თავიდან აცილება უნდა. 

რით განსხვავდება ავტო ოპტიმუმი სტანდარტული მანქანის დაზღვევისგან?

ავტო ოპტიმუმი სტანდარტული ავტოდაზღვევისგან ფასით და პირობებით განსხვავდება. ერთი მხრივ, ეს დაზღვევა ნახევარ ფასად ფარავს ყველა რისკს, მაგრამ მეორე მხრივ, მას აქვს ფრანშიზა ანუ გულისხმობს კლიენტის მცირედ თანამონაწილეობას რისკის დადგომისას. 

რა არის ფრანშიზა? 

ფრანშიზა არის დაზღვეულის თანამონაწილეობა ზიანის დადგომისას, რაც ავტო ოპტიმუმის ფარგლებში, ფიქსირებულად 500 ლარია, ხოლო 500 ლარის ზემოთ ხარჯებს, რა მოცულობისაც არ უნდა იყოს, ალდაგი აანაზღაურებს. 

ანუ თუ ზარალის ოდენობა 20.000 ლარია, მე მაინც მხოლოდ 500 ლარს გადავიხდი?

მართალია. ავტო ოპტიმუმი იდეალური სადაზღვევო პაკეტია მსხვილი ხარჯისგან გასათავისუფლებლად. გარდა ამისა, მისი ფასი ბევრად ხელმისაწვდომია. 

დადგენილი პრემია რამდენი ხნის განმავლობაში იქნება აქტიური?

დადგენილი პრემია შენარჩუნდება მინიმუმ 1 წლის განმავლობაში - რა პერიოდითაც სტანდარტულად იზღვევა პროდუქტი. 

მაინც ვისთვისაა ავტო ოპტიმუმი საუკეთესო არჩევანი? 

ეს  პროდუქტი ყველაზე მეტად შეესაბამება ისეთ მომხმარებელს, რომლისთვისაც პატარა ნაკაწრების ან დაზიანებების (რაც მანქანას მოძრაობაში ხელს არ უშლის) თავად შეკეთება პრობლემას არ წარმოადგენს. თუკი თქვენთვის მისაღებია მხოლოდ მცირე ხარჯის აღება საკუთარ თავზე, რაც შედარებით მარტივად გადასალახი იქნება, მაგრამ არ გსურთ დიდ გაუთვალისწინებლობასთან გამკლავება, მაშინ ეს პროდუქტი საუკეთესო და ხელმისაწვდომი სადაზღვევო გეგმაა თქვენთვის - მინიმალური ყოველთვიური ხარჯის საფუძველზე მაინც დაზღვეული გეყოლებათ თქვენი ავტომობილი. 

ფიქსირებულ ფრანშიზას, რისკის დადგომის შემთხვევაში, სადაზღვევოს ვუხდი?

არა, თანხას იმ ავტომომსახურების ცენტრს უხდით, რომელშიც მანქანის შეკეთებას გეგმავთ.

თუ ზარალი მესამე პირს მიადგა?

თუ შემთხვევით სხვა პირი ან მისი ავტომობილი დააზიანეთ, ფრანშიზა 0%-ია, ანუ ანაზღაურებისას თქვენი თანამონაწილეობა საჭირო არ გახდება. ამის გარდა, თუ თქვენი ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში მხოლოდ სხვა (იდენტიფიცირებადი) პირის სრული ბრალეულობა გამოვლინდა, ამ დროსაც არ იხდით ფრანშიზას. 

რა რისკებისგან დამაზღვევს ავტო ოპტიმუმი?

ყველა რისკისგან, რომელიც სტანდარტული დაზღვევის შემთხვევაშია: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი,სტიქიური მოვლენები, სეტყვა, მიწისძვრა, საგნების ვარდნა, აქსესუარების დაზიანება, გაურკვეველ ვითარებაში მანქანის დაზიანება.

შესაძენად რომელ ფილიალს უნდა მივმართო?

ავტო ოპტიმუმის შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ ამ ლინკზე. 

ავტო ოპტიმუმს სხვა დამატებითი სარგებელიც აქვს: 

  • 15-თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე სოკარის ქსელში
  • 12-თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში
  • 20%-მდე ფასდაკლება ამბოლის პროდუქციაზე
  • 15%-მდე ფასდაკლება ვიანორის პროდუქციაზე
  • 24 საათიანი უფასო ავტო ასისტანსი გზებზე
  • 24-მდე თვითმომსახურების რეცხვა გრინვოშში

ესეც ის ძირითადი ინფორმაცია, რაც ავტო ოპტიმუმზე უნდა იცოდეთ.
თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიტოვოთ თქვენი საკონტაქტო აქ და ჩვენი ოპერატორები დეტალურად აგიხსნიან ყველა პირობას.