ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - გაიგე როგორ მიიღო შეღავათი ავტო დაზღვევაზე
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

თუ ფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ხარ და ავტო დაზღვევა არ გჭირდება, ან თუ გგონია, რომ ის ზედმეტად ძვირი ღირს, უნდა გაიგო, რას გთავაზობს ალდაგი.

ალდაგი გთავაზობს შენზე მორგებულ ფასს, რომელიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი მძღოლი ხარ და რამდენად პასუხისმგებლიანად მართავ ავტომობილს. მართვის კარგი გამოცდილება უკვე გაძლევს იმის შანსს, რომ ალდაგისგან ავტო დაზღვევაზე  უკეთესი ფასი მიიღო.

რა შემთხვევაში ითვლები კარგ (უზარალო) მძღოლად? 

უზარალო ხარ იმ შემთხვევაში თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენ არ გამოგიწვევია და ეს „მოულოდნელობა“ სხვისი მიზეზით მოხდა. აბა დაფიქრდი, რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ მიდიოდე შენთვის წყნარად კუთვნილ ზოლში და სრულიად მოულოდნელად შეგეჯახოს რომელიმე ამ მიზეზით კონცენტრაციადაკარგული უწყინარი მძღოლი: 

  • სასწრაფო საქმეზე სმს-ს აგზავნიდა;  

  • სარკეში ჩაიხედა, თვალში რაღაც ჩაუვარდა; 

  • გვერდით არ გამოუხედავს, გამოუძინებელია; 

  • ვიღაცამ უხერხულად ჩაუჭრა და საჭე გადმოგიწია; 

ასეთი მიზეზი ოთხზე მეტია, მაგრამ გაქვს შანსი, მათ შენი კარგი მძღოლობა დაუპირისპირო - ატარო მშვიდად, შეიქმნა მართვის კარგი ისტორია, მიიღო განსაკუთრებული ფასი და თან დააზღვიო ყველა ტიპის არაკონცენტრირებული მძღოლისგან მიყენებული ზიანი. 


რა ხდება თუკი ერთხელ ავარია შენ გამოიწვიე?
 

ერთი შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია ერთს მეორე არ მოყვეს, მეორეს მესამე და ა.შ. ალდაგმა გადაწყვიტა ერთ შემთხვევა შენც გაპატიოს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთხელ ავარია შენ გამოიწვიე, უზარალო მძღოლის სტატუსი შეგინარჩუნოს, ბოლოსდაბოლოს უნებლიე შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული.

ჰოდა, რადგან არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, ჯობია გამოვიყენოთ შანსი, თავად გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, ვიყოთ კონცენტრირებული, დავიმსახუროთ უზარალო მომხმარებლის სტატუსი, მივიღოთ საუკეთესო ფასი, დავაზღვიოთ ავტოსაგზაო რისკები და ვიყოთ მშვიდად.