მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადსახვა პროექტის განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 28 მაისს, 12 საათზე სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში ალდაგმა საბავშვო ღონისძიება Aldagi Family გამართა. სადაზღვევო კომპანიამ საქველმოქმედო ფონდ „ერთი ბედნიერი დღე“-ს ბენეფიციარ პატარებს ისთ ფოინთში მდებარე გასართობ ცენტ ფოკუს-მოკუსში უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მხიარული გარემო, გასართობი ატრაქციონები და სიურპრიზები დახვდათ. პატარებს სადაზღვევო კომპანია ალდაგისგან საჩუქრები, საჭირო ნივთები და ალდაგის საპატიო წევრობის დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ.

კომენტარი - გიორგი ბარათაშვილი - ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერი სახის საჭიროებისას და ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქალაქის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი პატარებისთვის ერთი ბედნიერი დღე გვეჩუქებინა. მოხარული ვარ, რომ დღეს ასევე, ჩვენთან ერთად არიან შორენა ბოშაშვილი და მისი შვილები, რომლებსაც ალდაგის და ჩვენი კომპანიის პარტნიორების დამსახურებით, თბილი სახლი და კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ალდაგი გააგრძელებს ამ მიმართულებით მოღვაწეობას და ჩვენ მომავალშიც ბევრ საინტერესო სოციალურ პროექტს განვახორციელებთ.