ალდაგის ახალი პროდუქტი „ტურის დაზღვევა“
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ინოვაციური პროდუქტების შექმნას აქტიურად აგრძელებს. თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება და ახალი გამოწვევების შესაბამისი პროექტების განხორციელება ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა  ახალი პროდუქტი „ტურის დაზღვევა“ რომელიც მომხმარებლებს სამოგზაურო ხარჯების დაზღვევას სთავაზობს. 

ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, ალდაგის ახალი პროდუქტი ავიაბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ, იმ შემთხვევაში, თუ  დაგეგმილი ტური გაუქმდება  შემდეგი რისკების დადგომისას:

  • შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
  • სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა
  • საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურებაან დაზიანება

 „ტურის დაზღვევის“ პოლისის შესაძენად , საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი და ინფორმაცია მგზავრობის შესახებ (დანიშნულების ქვეყანა და თარიღები)  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სერვისების განვითარების მიზნით,  სადაზღვევო კომპანია ალდაგი ქვეყნის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ითანამშრომლებს, რომლებიც მომხმარებლებს კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში, ალდაგის  „ტურის დაზღვევა“, ტურიზმის ინდუსტრიის ტრანზაქციების ოპერატორის ამადეუსის სისტემაში მოხვდება, რაც ტურისტულ კომპანიას პოლისის მარტივად და სწრაფად გამოწერის საშუალებას მისცემს.