ალდაგი ახალ მიმართულებას აპოზიციონირებს
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი საერთაშორისო გადაზღვევის მიმართულებას აფუძნებს. ეს არის პირველი შემთხვევა ინდუსტრიაში, როდესაც სადაზღვევო კომპანია მიჯნავს დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებებს და ორივე სეგმენტში იქნება წარმოდგენილი. ალდაგის მენეჯმენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია, ალდაგი ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც თავისი ფინანსური სტაბილურობით, დაეხმარება ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში. ალდაგის ორი მიმართულება, დაზღვევისა და გადაზღვევის ბიზნესი, იფუნქციონირებს დამოუკიდებლად. 

ალდაგის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება კომპანიის სტაბილურმა განვითარებამ და რეგიონში არსებულმა შესაძლებლობებმა განაპირობა. 

„ვინაიდან დღეს საერთაშორისო გადაზღვევის ბაზარი მკვეთრად შეიზღუდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები გადაზღვევაზე, კომპანიებს ჩვენს რეგიონში, უჭირთ. ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის  გათვალისწინებით, ალდაგს აქვს რესურსი და ამბიცია, რომ მყარად იყოს წარმოდგენილი გადაზღევის ბიზნესში და გახდეს საიმედო პარტნიორი როგორც საქართველოს, ისე რეგიონული მოთამაშეებისთვის,“- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა. 

კომპანიამ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში  აქტიური სამუშაო გაწია გადაზღვევის გუნდის ჩამოყალიბებისა და ბაზრის კვლევის კუთხით და დღეს უკვე ჰყავს კლიენტები რეგიონიდან. ალდაგი დაინტერესებულია არასიცოცხლის დაზღვევის ყველა პროდუქტით და აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, არსებული პოტენციალი.    

ალდაგი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სადაზღვეევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1990 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. არასიცოცხლის დაზღვევის ბიზნესში მას ჰყავს ანდერაიტერების ყველაზე გამოცდილი გუნდი, რომელთა კომპეტენცია რისკების შეფასების მიმართულებით (P&C) ყველა სეგმენტში გამორჩეულია. დღეისათვის ალდაგი წარმოადგენს ფინანსურად მდგრად, სტაბილურ კომპანიას, რომელიც ფლობს სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვან წილს. ალდაგს აქვს კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებსა და გადაწყვეტებზე მუშაობის 32 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული მიღწევები როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებაში.  

ალდაგის 100% ფლობს FTSE 250-ის წევრი და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში დალისტული საინვესტიციო კომპანია GEORGIA CAPITAL. ალდაგის პორტფელი დივერსიფიცირებულია სხვადახვა პროდუქტების მიხედვით- ეს არის პასუხისმგებლობა, აგრო, ავტო დაზღვევები, ქონების დაზღვევა და სხვა.