ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარლებულ დაზღვეულებს მილიონ ნახევარი ლარის ზარალს აუნაზღაურებს
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი  13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალის უმეტესობა უკვე აუნაზღაურა.  14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგში  100-მდე შეტყობინება შემოვიდა. კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს შემთხვევის ადგილებზე გასვლა და სიტუაციის ანალიზი. ალდაგის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო დაზღვეულთათვის ზარალის ანაზღაურება. ზარალის ჯამურმა რაოდენობამ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა.  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს ეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.

ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და შესწავლილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე მიყენებული მატერიალური ზარალი. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა 500 ათას  ლარამდეა. ავტო მფლობელთა ზარალების 98% კომპანიამ უკვე დაარეგულირა. რაც შეეხება, ქონებრივ ზარალებს, ალდაგმა  ამ მიმართულებითაც, დაასრულა ზარალების გაანგარიშება და კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი  60 ობიექტი დააზიანა.