პროდუქტის აღწერა

ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია სკოლის ტერიტორიაზე გაუთვალისწინებელი ან/და მოულოდნელი შემთხვევით, რომლის შედეგად სკოლის მოსწავლემ შეიძლება მიიღოს სხეულის დაზიანება ან ქონებრივი ზიანი. ამგვარი გაუთვალისწინებელი ან/და მოულოდნელი შემთხვევა შეიძლება იყოს სკოლის ტერიტორიაზე: გაჩენილი ხანძარი, სკოლის შენობის ნგრევა ან აფეთქება, უცხო სხეულის ვარდნა, საკვებით მოწამლვა და სკოლის პასუხისმგებლობით დამდაგრი სხვა მსგავსი შემთხვევები.  

პოლისი ასევე ფარავს ფინანსურ ზარალს, თუკი ამგვარი გარემოებებით ზიანი მიადგებათ   მოსწავლის მშობლებსაც. 

 

სადაზღვევო რისკები

სკოლის მოსწავლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ანაზღაურებს სასწავლო პროცესში შემდეგი გარემოებებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს:

  • სკოლის მოსწავლეებისათვის ან მათი მშობლებისათვის მიყენებულ ფიზიკურ ზიანს (სხეულის დაზიანება, შრომის უნარის დაკარგვა, გარდაცვალება) სკოლის ტერიტორიაზე
  • სკოლის მოსწავლეებისათვის ან მათი მშობლებისათვის მიყენებულ ქონებრივ ზიანს (პირადი ნივთების და სხვა ქონების დაზიანება ან/და განადგურება)  სკოლის ტერიტორიაზე

 

სკოლის ავტოტრანსპორტის დაზღვევა

სადაზღვევო რისკები:
დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რომელიც გამოწვეულია: 

  • ავტოსაგზაო შემთხვევით
  • ხანძრით, აფეთქებით
  • სტიქიური უბედურებით (მათ შორის სეტყვა, დატბორვა, შტორმი, მიწისძვრა და ა.შ.)

დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება, ვანდალიზმის, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობისას
 

სკოლის ავტოტრანსპორტის მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევით ანაზღაურდება მატერიალური ზარალი, რომელიც წარმოიშვა მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას მესამე მხარის ჯანმრთელობის ან ქონების მიმართ მიყენებული ზიანის შედეგად.

სკოლის ავტოტრანსპორტის მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
ანაზღაურდება ზარალი, რომელიც დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას მიადგა მძღოლს და/ან მგზავრებს (გარდაცვალება, სხეულის დაზიანება).

 

სკოლის მფლობელობაში არსებული ქონების დაზღვევა
 

დაზღვევას ექვემდებარება სხვადასხვა ტიპის ქონება:

  • შენობა-ნაგებობები, სამეურნეო ინვენტარი
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა (ელექტროტექნიკა, კომპიუტერები და სხვა)
  • მარაგები, ინტერიერის საგნები, მოპირკეთება (ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები და სხვა)
     

ალდაგში თქვენი ქონება დაზღვეული იქნება დაზიანების/განადგურების რისკებისგან შემდეგი მიზეზებით:

  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო  ტრანსპორტის ჩამოვარდნა
  • ავტოტრანსპორტის შეჯახება
  • წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და  მოულოდნელი  გამოსვლა
  • მიწისძვრა
  • წყალდიდობა
  • შტორმი, ქარიშხალი, უხვთოვლიანობა
  • ნიადაგის  ჩამოშლა, მეწყერი
  • ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა
  • მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული  ზიანი
     

 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად