პროდუქტის აღწერა

ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას გადაზიდვისას გაუთვალისწინებელ უბედურ შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მესამე მხარის ზიანი და/ან ქონებრივი ზარალი.

 

მნიშვნელოვანი სიახლე
შემცირდა ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტის მოთხოვნა. ნაცვლად 250 000 აშშ დოლარისა განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ეს ვალდებულება სრულად მოიხსნა.

 

აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ფარავს:

  •     ტვირთებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას (Cargo and Related Liabilities)
  •     პასუხისმგებლობას ჯარიმებზე და გადასახადებზე (Liability for Fines and Duties)
  •     იურიდიულ პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ (Third Party Legal Liability)
  •     მოთოვნებთან დაკავშირებულ ხარჯებს (Claims Expenses)

ტვირთი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა (Cargo and Related Liabilities)
ანაზღაურდება:

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ტვირთის ფიზიკური დაზიანებით ან დანაკარგით იმ პირობით, თუ დადგება ექსპედიტორის/გადამზიდავი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობა
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ქვეკონტრაქტორის ან მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ან მათ მიერ  მართული ხომალდის ან დანადგარების ფიზიკური დაზიანებით ან დაკარგვით 
  • ტვირთის ფიზიკური დაზიანების ან დანაკარგის შედეგად მიყენებული არაპირდაპირი ზიანი, რომელიც გამომდინარეობს ექსპედიტორის/გადამზიდავი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომით და ქვეკონტრაქტორის ან მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ან მათ მიერ  მართული ხომალდის ან დანადგარების ფიზიკური დაზიანებით ან დაკარგვით
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია კომპანიის წარმომადგენლის ან ქვეკონტრაქტორის გაუფრთხილებელი ქმედებით/შეცდომით:

                        - ტვირთის არასათანადო მისამართზე მიტანა
                        - არაუფლებამოსილი პირისათვის მიწოდება
                        - ტვირთის დამუშავების დაყოვნება და სხვა

პასუხისმგებლობა ჯარიმებზე და გადასახადებზე (Liability for Fines and Duties)
ანაზღაურდება:

  • ნებისმიერ იმ მოთხოვნასთან დაკავშირებული ზარალი, რომელთა მიმართ კომპანიას დაეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა ფისკალური გადასახადებისა და ჯარიმების სახით (ჯარიმები, ბაჟის, საცალო ბრუნვის გადასახადი, სააქციზო გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, ხელისუფლების ორგანოების მიერ კომპანიაზე ან კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებზე დაკისრებული ნებისმიერი ფისკალური გადასახადები და ჯარიმები) 
  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი ნორმის, სამართლებრივი და საკანონმდებლო მოთხოვნების წინასწარი განზრახვის გარეშე დარღვევით, თუ ეს უშუალოდ უკავშირდება კომპანიის მომხმარებლების ტვირთის ან აღჭურვილობის იმპორტს, ექსპორტს, იმიგრაციას და სამუშაო პირობების უსაფრთხოებას

იურიდიული პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიმართ (Third Party Legal Liability)
ანაზღაურდება:

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია კომპანიის საქმიანობის შედეგად ნებისმიერი მესამე მხარისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით (სხეულის დაზიანება, შრომის უნარის დაკარგვა, გარდაცვალება) ან/და ქონებრივი ზიანით (მესამე პირის კუთვნილი ქონების დაზიანება ან/და განადგურება)
  • არაპირდაპირი ზარალი, რომელიც ზემოთაღნიშნული სადაზღვევო შემთხვევებისგან გამომდინარეობს
  • ზარალი, რომელიც კომპანიას შესაძლებელია დაეკისროს დაზღვეული მომსახურებების განხორციელებისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზარალის ანაზღაურების ვალდებულება არ არის კონტრაქტით გათვალისწინებული ან გამოწვეულია კომპანიის გაუფრთხილებლობით/შეცდომით
  • იურიდიული პასუხისმგებლობის დადგომის შედეგად დაკისრებული ფინანსური ზარალი კომპანიის მიერ ტვირთის გადატვირთვის, ჩამოტვირთვის, შეფუთვის, დაზღვეული მომსახურებების განხორციელების ფარგლებში

მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები (Claims Expenses)
ანაზღაურდება:

  • დაზღვეული კომპანიის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსახორციელებელი გამოძიების,ზარალის ოდენობის შემცირების ან დაცვის ხარჯები წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე პოლისის პირობების შესაბამისად
შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად