პროდუქტის აღწერა

ალდაგი გთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქტს, თქვენი და თქვენი კომპანიის პასუხისმგებლობის ერთჯერადად დაზღვევას CMR კონვენციის შესაბამისად, როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოში საგზაო გადაზიდვების განხორციელებისას.


აღნიშნული პოლისი დაგეხმარებათ კონკრეტულ დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

პოლისის უპირატესობები:

  • პოლისის გაფორმება/შეძენა ხდება დისტანციურად მომართვის და პრემიის გადახდის საფუძველზე 
  • პოლისის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დამკვეთის მიერ გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნისთანავე
  • პოლისი ფარავს თითოეულ გადაზიდვას ერთჯერადად
  • მინიმალური ფრანშიზა
  • დაბალი ტარიფი და საუკეთესო პირობები

 

დაფარვა
ანაზღაურდება ზარალი:

  • რომელიც გამოწვეულია უშუალოდ კონტეინერის დაზიანებით/განადგურებით/დაკარგვით
  • რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოეშობა დამზღვევს CMR  კონვენციის შესაბამისად, როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე, საგზაო გადაზიდვების განხორციელების პროცესში დამდგარი ტვირთის პირდაპირი ფიზიკური დაზიანების გამო

ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ტვირთის განადგურების/დაზიანების შედეგად მიყენებული რეალური დანაკარგის შესაბამისად.

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად