ალდაგი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფს
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგი  13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ 25 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკით, კერძოდ მაცივრებითა და ტელევიზორებით უზრუნველყოფს.

დღეს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა თბილისის ვიცე-მერთან დიმიტრი ქუმსიაშვილთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ ალდაგის საჩუქრები გადასცა.  ამ დროისათვის, მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა თერთმეტმა ოჯახმა შეიძინა. ალდაგისგან ტექნიკის ნაკრებებს დარჩენილი 14 ოჯახი, ბინების შეძენისთანავე მიიღებს . 

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ალდაგმა  მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ყველა ღონისძიება, რათა მაქსიმალურად დახმარებოდა დაზრალებულ მოქალაქეებს.