განცხადება შპს "სვეტი დეველოპმენტთან" დაკავშირებით
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

2016 წლის 30 ივნისს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგსა“ და შპს „სვეტი დეველოპმენტს“ შორის დაიდო საკონტრაქტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის დაზღვევის ხელშეკრულება #PB 30/06/16, რომლის  სრული სადაზღვევო პერიოდი  განისაზღვრა 30.06.2016-დან  30.06.2019-მდე.

დაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ  წარმოდგენილ იქნა  სამშენებლო სამუშაოების  გრაფიკი  და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. დაზღვევის ხელშეკრულების პირობების  შესაბამისად, დამზღვევი (შპს „სვეტი დეველოპმენტი“) იღებდა ვალდებულებას ეწარმოებინა სამუშაოები წარმოდგენილ გრაფიკთან და ხარჯთაღრიცხვასთან სრულ  შესაბამისობაში. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა დამზღვევის მიერ შეთანხმებულ  გრაფიკთან ჩამორჩენას 90 დღეზე მეტი ვადით, მზღვეველი დამატებით განსაზღვრავდა 90 დღეს ჩამორჩენის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნული გაფრთხილების ვადა ამოიწურებოდა უშედეგოდ, მზღვეველის პასუხისმგებლობის დადგომისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა დამზღვევის მიერ შემდეგი  მოქმედებების შესრულება:  მას უნდა გადაეცა მზღვეველის მმართველობაში თანხა, რომელიც ტოლია წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვისა და დამზღვევის მიერ უკვე შესრულებული  სამუშაოების ღირებულების სხვაობისა  და მიენიჭებინა სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ მზღვეველს მოეძიებინა სხვა  სამუშაოთა მწარმოებელი და ყველა შესაბამისი სუბიექტი, რომელიც ჩართული უნდა იყოს მშენებლობის პროცესში,  დაესრულებინა სამშენებლო პროცესი და, საჭიროების შემთხვევაში,  გაეღო საკუთარი სახსრები ამ ვალდებულების შესასრულებლად თუ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი.

მიმდინარე წლის 24 იანვარს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგმა“, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა 90 დღიანი ჩამორჩენა,  დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განუსაზღვრა შპს „სვეტი დეველოპმენტს“, დამატებით 90 დღიანი ვადა სამშენებლო სამუშაოების გრაფიკთან მიმართებაში  არსებული ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად და ასევე მოითხოვა არსებული სადაზღვეო პრემიის დავალიანების დაფარვა. ასევე, მიმდინარე წლის 21 თებერვალს მზღვეველმა დამატებით  წერილობით მიმართა დამზღვევს და მოითხოვა არსებული სადაზღვევო  პრემიის დავალიანების დაფარვა და კანონით დადგენილი წესით  განუსაზღვრა მას 30 კალენდარული დღე, ასევე მიუთითა ამ ვადაში დავალიანების გადაუხდელობის  შედეგებზე, კერძოდ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე. 

2018 წლის 23 თებერვალს შპს „სვეტი დეველოპმენტმა“  წერილობითი მომართვის საფუძველზე ვადამდე შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულება, ამასთან, მიუთითა, რომ  მისი როგორც დამზღვევის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ გასაღები ხარჯები მიმართულ იქნას მის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნებისათვის, რათა  სრულყოფილად შეასრულოს აღებული ვალდებულებები.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 30 ივნისს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგსა“ და შპს „სვეტი დეველოპმენტს“ შორის დადებული  დაზღვევის ხელშეკრულება  შეწყვეტილია ვადამდე და შესაბამისად შეწყვეტილია მზღვეევლის ყველა უფლება-მოვალეობა ამ ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

შპს „სვეტი დეველოპმენტის“ ანალოგიურად, ასეთივე პირობებით დაზღვევის ხელშეკრულება  დადებული გახლდათ შპს „სვეტი ჯგუფთან“(მშენებლობა ბათუმში), რომელიც, ასევე, შპს „სვეტი ჯგუფის“ ინიციატივით  ვადამდე შეწყვეტილია მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან.