თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 4.2 მილიონი ლარის ღირებულების ზარალი აუნაზღაურდა
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ავტობუსები. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაფიქსირდა 734 ავტოსაგზაო შემთხვევა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ზარალმა 4.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანიამ სრულად დაარეგულირა. 
„აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა საშუალება, ასეთი მასშტაბური ზარალი სრულად ანაზღაურებოდა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი სტაბილური და ფინანსურად ძლიერი პარტნიორი, როგორიც დაარსების დღიდან არის ალდაგი. ჩვენთან ერთად, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მშვიდად წარმართოს თავისი ბიზნეს საქმიანობა, რადგანაც ნაკისრ ვალდებულებებს ალდაგი მუდამ ასრულებს“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.