სახლის დაზღვევა - ბანალური სიტუაციებისთვის
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ლდაგმა სახლის ახალი დაზღვევა შექმნა. დღეიდან მხოლოდ ალდაგშია შესაძლებელი დააზღვიოთ სახლის რემონტი, კარკასი და შიგთავსი და ასევე, სახლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები. 

 

ალდაგის სახლის განახლებული დაზღვევით შესაძლებელია

  • რემონტის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება;
  • სახლში არსებული ნივთების, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ანაზღაურება; 
  • სახლის კარკასის აღდგენა, თუ ის დაზიანდა სადაზღვევო შემთხვევის დროს; 
  • მეზობლის სახლის რემონტი, თუ ის თქვენი მიზეზით დაზიანდა; 
  • გაქირავებული სახლის აღდგენა, თუ ის მდგმურმა დააზიანა; 
  • აუნაზღაურებელი შემოსავლის მიღება, თუ სახლში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის გამო, ბინა ვეღარ გააქირავეთ; 

„დაზღვევის სფეროში არსებული 30 წლიანი გამოცდილება ახალ პროდუქტში ავსახეთ. ახალი პროდუქტი ერგება პრაქტიკულად ყველა შესაძლო სიტუაციას, რაც არ უნდა მოხდეს სახლში, ამიტომ ვთვლით, რომ სახლის მფლობელის/ მობინადრის სიმშვიდისა და კომფორტისთვის ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც მათ მოულოდნელი ხარჯებისგან გაათავისუფლებს.”- აცხადებენ ალდაგში. 

 

სახლის დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს: დატბორვა, ხანძარი, ქურდობა, ვანდალიზმი, აფეთქება, მიწისძვრა, მეხის დაცემა, ბუნებრივი კატაკლიზმები. ასევე დაფარულია მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობები, საიჯარო შემოსავლის დაკარგვა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობები.

პროდუქტის შესახებ ვრცლად