სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგაგ მომხდარი ტრაგედიის გამო. ალდაგი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

კომპანია დაეხმარება  13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის  ნივთების გადაცემა.

 კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულადი დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს.

აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული  თანხა მხოლოდ  13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზრალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.