პროდუქტის აღწერა

ბიზნესის დაზღვევა ალდაგისგან უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის უწყვეტობას სხვადასხვა  გაუთვალისწინებელი მოვლენის შემთხვევაში. 
ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკებთან. ალდაგის გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის რისკები და მოირგოთ თქვენთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტები:

  • ქონების დაზღვევა 
    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში. 
  • ავტოტრანსპორტის დაზღვევა 
    ბიზნესის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევა შეგიძლიათ არაერთი რისკისგან: გარეგანი დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, სტიქია, ნაწილების დაკარგვა ან დაზიანება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
  • მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა 
    სადაზღვევო პროდუქტი ანაზღაურებს საქმიანობის განხორციელებისას უბედური შემთხვევის შედეგად მესამე პირების სხეულის დაზიანებას ან ქონების დაზიანებას.
  • დასაქმებულთა დაზღვევა - Employee Benefit - ექსკლუზიური პროდუქტი ალდაგისგან 
    დაზღვევის ამ პროდუქტით შეძლებთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის შემთხვევაში თანამშრომელს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოთ. პროდუქტი აერთიანებს კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლის და შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას.

 

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად