პროდუქტის აღწერა

მოულოდნელი რისკებისგან გამოწვეული ხარჯები შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესისათვის. ამ ტიპის უსიამოვნებებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენს საქმიანობაზე მორგებული სადაზღვევო პოლისის შეძენაა.
ალდაგი გთავაზობთ ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის დაზღვევას, იქნება ეს მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი, ავტობუსი თუ სხვა სატრანსპორტო საშუალება.
სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ფარავს :

  • სრულ განადგურებას ან ნაწილობრივ დაზიანებას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად;

  • ხანძარს, აფეთქებას;

  • სტიქიურ უბედურებებს (მათ შორის: სეტყვას,დატბორვას, შტორმს, მიწისძვრას და ა.შ.);

  • ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ვანდალიზმს.

დაზღვევის მოქმედების არეალი

ალდაგი გთავაზობთ დაფარვის ტერიტორიული არეალის ფართო არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ ავტომობილი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გარდა სტანდარტული დაფარვებისა, ჩვენ ასევე გთავაზობთ ავტოტრანსპორტის დაზღვევას ნულოვანი ფრანშიზით.

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად