ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - ბუნებრივი აირის გაჟონვის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

CO- იგივე ნახშირბადის მონოქსიდი არის უფერო, უსუნო და უხილავი აირი, რომელსაც შეუძლია როგორც ადამიანის, ასევე ცხოველის მოკვლაც. ნახშირჟანგი ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება და მისი დაგროვება, ცუდი ვენტილაციის ან უვენტილაციო შენობებში, იწვევს მოწამვლას და ქმნის აფეთქების საფრთხეს.

როგორ შევატყოთ რომ ხდება ნახშირბადის მონოქსიდის გავრცელება? ამის ნიშნებია:

  • ცხელი წყლის მოწოდების შემცირება გამათბობლიდან

  • ფანჯრებზე ტენიანობის გაზრდა და ორთქლის წარმოქმნა

  • გამომძვრალი ან მორყეული საკვამური მილი გამათბობლის ან გამწოვის

  • ჩაშავებებისა და ფერფლის კვალი მილებსა თუ გაზის მოწყობილობებზე

  • ჟანგის ან წყლის კვალი გამწოვსა და ვენტილაციის სისტემის მილებში

  • მოშვებული ან გამომძვრალი ქურის მილი

CO-თი მოწამვლის შემთხვევების აღკვეთა საკმაოდ რთულია, რადგან შემჩნევადი და გამოვლენადი სიმპტომები ადამიანს არ უჩნდება, ვიდრე მისი სისხლის მიმოქცევის სისტემის 10% ნახშირბადის მონოქსიდით არ შეივსება. ამ დონეზე მისვლის შემდეგ ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს გაციების ან გრიპის ნიშნები.
 

მსუბუქად მოწამვლის ნიშნებია:

  • თავის ტკივილი

  • გადაღლილობა

  • სუნთქვის შენელება

  • გულისრევა

  • თავბრუსხვევა

ძლიერ მოწამვლას ახასიათებს:

  • გონების დაბინდვა, დაბნეულობა

  • ღებინება

  • კუნთების კონტროლის შესაძლებლობის დაკარგვა

  • გონების დაკარგვა

როგორ შეგვიძლია გაზის გაჟონვის პრევენცია?

თუ ეჭვობ, რომ საიდანღაც გაზის ჟონავს, მაშინვე გააღე ფანჯარა ან კარი, რათა ამ გზით მაინც მოახერხო ვენტილაცია. ასევე უნდა გაითვალისწინო:

  • სახლის აშენებისას, შეძენისას ან რემონტისას აუცილებლად ყურადღება მიაქციე, რომ პროფესიონალურად დამონტაჟდეს გაზქურები, გაზზე მომუშავე მოწყობილობები, ვენტილაციისა და გათბობის სისტემა.
     

  • ყოველწლიურად შეამოწმებინე პროფესიონალებს გაზზე მომუშავე ყველა მოწყობილობა, ვენტილაციისა და გათბობის სისტემები და დარწმუნდი, რომ მათი გამოყენება კვლავ უსაფრთხოა.

დეტექტორის გამოყენება გაზის გაჟონვასთან ბრძოლის გამოცდილი გზაა.

ძირითადად, ბუნებრივი და ნამწვი აირის დეტექტორებში ასევე ინტეგრირებულია CO-ს დეტექტორიც. სწორ ადგილას დამონტაჟების შემთხვევაში მისი დახმარებით, შესაძლებელია უბედურების თავიდან აცილება. დეტექტორი დამონტაჟების შემდეგ პერიოდულად საჭიროებს ელემენტების გამოცვლას.