ავტომობილის 6 ნაწილი რომელიც პერიოდულად უნდა შეამოწმო
11 ივნისი, 2019
უსაფრთხო გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული ავტომობილის ყოლა. იმის გასარკვევად კი, რამდენად გამოდგება შენი ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობისთვის, აუცილებელია პერიოდული შემოწმება და შესაბამისი ნაწილების მოწესრიგება.
აი რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მანქანა მუდმივად გამართული:
-
მცირდება საავარიო სიტუაციებისა და მანქანის უეცრად მწყობრიდან გამოსვლის რისკი.
-
იმის ცოდნა, რომ მანქანა გამართულია, უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრების სიმშვიდეს
-
მცირდება ავტოტრანსპორტის გაუმართავობის გამო ჯარიმის მიღების შესაძლებლობა
-
გაყიდვის სურვილის ქონის შემთხვევაში, კარგად მოვლილი ავტომობილი ინარჩუნებს მაღალ ფასს
-
გაქვს ერთგვარი გარანტია, რომ შენი მანქანა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს
-
გამართული მანქანით ტექინსპექტირების გავლა უმარტივესია
იმისათვის რომ იარო მშვიდად და უსაფრთხოდ, საჭიროა ყურადღება მიაქციო ქვემოთ ჩამოთვლილ ექვსეულს:
1) საბურავები
შენი ავტომობილის უსაფრთხო მართვისთვის, მნიშვნელოვანია საბურავის სწორად შერჩევა და მისი წნევისა თუ ფიზიკური მდგომარეობის კონტროლი.
სეზონური საბურავები
საბურავი არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის ზედაპირს და განაპირობებს ეფექტურ მართვას. შემადგენლობის, პროტექტორების განლაგებისა და ბოჭკოების სიღრმის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდება ზაფხულის,ზამთრისა და ყველა სეზონის საბურავები. გახსოვდეს, რომ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის, რეკომენდირებულია საბურავების სეზონის შესაბამისად შეცვლა.
ვიზუალური დათვალიერება
პერიოდულად საჭიროა ავტომობილის 4-ვე საბურავის ვიზუალურად დათვალიერება.
საბურავებს არ უნდა აღენიშნებოდეს ამოზნექილობა,ნახვრეტები, არათანაბარი ცვეთა, პროტექტორების სიღრმის შემცირება და ა.შ.
საბურავის წნევა
შეამოწმე საბურავების წნევა რეგულარულად. გაარკვიე რომელია შენი მანქანისთვის რეკომენდირებული წნევა და თვალი ადევნე, რომ ერთი და იგივე წნევა ფიქსირდებოდეს ოთხივე საბურავში.
2) ფარები და განათებები
გამართულად ფუნქციონირებადი ფარები და მაშუქები აუცილებელია, როგორც შენი ასევე გზაზე მოძრავი სხვა ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, მათი მოწესრიგება სავალდებულოა გზაზე მოძრაობის წესების მიხედვით.
ნათურები
ავტომობილის ირგვლივ განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების მაშუქები, რომელთა ნათურების გამართულად ფუნქციონირება უზრუნველყოფს მოძრაობის მონაწილეების ინფორმირებას შენი გადაადგილების მიმართულების შესახებ. თუ შეამჩნიე რომ რომელიმე ნათურა გადაიწვა ეცადე მალე შეაცვლევინო ხელოსანს.
ფარები და მაშუქები
ფარებიდან და მაშუქებიდან სინათლე უნდა ასხივებდეს შეუფერხებლად.
მოძრაობისას ხშირად ისვრება ფარები და შეიძლება დალაქავდეს კიდეც. ზოგჯერ შესაძლოა უბრალოდ მწყობრიდანაც გამოვიდეს, ამიტომ საჭიროა ხშირი შემომწება და გაწმენდა.
3) მანქანის ზეთი
მანქანის ზეთის შემოწმება დაუწერელი წესია ბევრი კარგი მძღოლისთვის, რომლებსაც სურთ ძრავის გამართულ მდგომარეობის შენარჩუნება. ზეთი წარმოადგენს საპოხ მასალას ძრავისთვის, რომელიც ეხმარება მას გამართულად მუშაობაში. საგულისხმოა, რომ ზეთის მაჩვენებელი არ უჩვენებდეს ზედმეტად მაღალ, ან დაბალ დონეს. მნიშვნელოვანია ზეთის შეცვლის პროცედურა ჩაატაროს პროფესიონალმა, იმ რეკომენდაციებით, რომელიც გაცემულია ავტომობილის მწარმოებლის მიერ.საყურადღებო ფაქტორია ზეთის ხარისხი და შესაბამისობა ძრავის ტიპთან.
4) აუცილებელი ატრიბუტები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის
ახალი მანქანების უმეტესობას მოჰყვება აუცილებელი ნივთების ნაკრები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ყველა საჭირო ნივთის მუდმივად მანქანაში ქონა დაგეხმარება მალე მოაგვარო პრობლემა და განაგრძო მოძრაობა
-
ამრეკლავი საავარიო სამკუთხედი
- ცეცხლმაქრი
-
პირველადი დახმარების ჩანთა
-
ფანარი
-
სტარტ-სადენები
-
დომკრატი, ქანჩების ნაკრები