ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - მოგზაურობა ჯეინ ოსტინის სამყაროში
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ტექსტი: სალომე აფხაზიშვილი

ფოტო: Janet Abell  

არ მახსოვს, პირველად როდის მკითხეს მქონდა თუ არა ჰობი, მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკაში ჩამოვედი ამ კითხვამ სერიოზულად დამაფიქრა. ნებისმიერი ახალი შეხვედრა ამ კითხვაზე პასუხს მოითხოვს. თუ სწორად მახსოვს, ჩემს ბავშვობაში „მეგობრობის დღიურის“ შევსებისას გვიწევდა რაღაც მსგავსზე დაფიქრება, მაგრამ იქ „წიგნების კითხვას“ და „მეგობრებთან ერთად ყოფნას“ ვწერდი ხოლმე.

 
ერთ-ერთი ახალი შეხვედრის დროს, გონება გამინათდა და ვთქვი - ვინტაჟურ კაბებს ვაგროვებ მეთქი. მართლაც, ამერიკაში 2018 წელს ჩემი კაბების კოლექციით ჩამოვედი და თუ რამე სიამოვნებას მანიჭებდა და განსაკუთრებულად ვუვლიდი, ჩემი ვინტაჟური კაბები იყო. ამ ჰობმა დამაახლოვა კერი ვრაითთან, ამერიკელ გოგოსთან, რომელიც ჯეინ ოსტინის ჩვეულებრივი ფანია. რა თქმა უნდა წაკითხული აქვს ოსტინის ყველა რომანი, რამდენჯერმე აქვს ნანახი წიგნების მიხედვით გადაღებული ყველა ჰოლივუდური თუ ევროპული ეკრანიზაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერნეციაში, რომელიც ჯეინ ოსტინის წიგნებს შეეხებოდა და რაც მთავარია, იცნობს ყველა აქსესუარს (კაბებზე აღარ ვლაპარაკობ), რომლითაც XVIII-XIX საუკუნის ბრიტანული საზოგადოება იმოსებოდა. კერი პერიოდულად კაბებსაც კერავს, ოღონდ არ ყიდის, მხოლოდ თავისთვის ინახავს და ყოველი ახალი თარგის გამოჭრის დეტალებს ინსტაგრამის მეგობრების უზიარებს .

კერის დამსახურებაა, რომ წელს, პირველად მოვხვდი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მასშტაბურ, ჯეინ ოსტინის ფესტივალზე, რომელიც წელს მეთერთმეტედ შუადასავლეთის ეპიცენტრში კენტაკის ქალაქ ლუივილში ჩატარდა.

ტერიტორიად შეარჩიეს ქალაქგარეთ, საკმაოდ ელიტურ უბანში მდებარე ისტორიული სახლი და მისი ეზო, რომელსაც პერიოდულად ამერიკელი პრეზიდენტებიც სტუმრობდნენ ხოლმე. 

ფესტივალზე მონაწილეობა ჯერ კიდევ მარტში დავგეგმეთ. დავრეგისტრირდით მოხალისეებად და რაც მთავარია ჩავუსაფრდით ფესტივალის მთავარ ღონისძიებას - კოსტიუმირებულ მეჯლისს, რომელზე დასასწრები ბილეთები ზუსტად 13 წუთში გაიყიდა. 
ფესტივალის მოხალისეობა არც ისე მარტივი გამოდგა, მაგრამ სრულფასოვანი მონაწილეობა მაინც მოვასწარი. ფესტივალის ტერიტორიზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების დათვალიერებას რომ შევუდექი, მაშინ დაიწყო ყველაზე დიდი გამოცდა - ჩემი მინიმალური ბიუჯეტის გონივრული ხარჯვა. 
 

ფესტივალის ტერიტორიაზე ოცამდე სტენდი იყო წარმოდგნილი.

 

"ყველა კარავში ჯეინ ოსტინის შთაგონებით შექმნილი პროდუქტი იყიდებოდა, კოსმეტიკით დაწყებული მზისგან დამცავი ქოლგით დამთავრებული. აღარ ვლაპარკობ კაბების ყველაზე დიდ კოლექციაზე. საკარნავალო სამოსის მოპირდაპირე კარავში თარგებს ყიდდნენ. მის გვერდით მოწყობილ საცხობში კი კელტურ პურ-ფუნთუშეულს აცხობდნენ და ცეცხლიდან ახლად გამოღებულ პურის თუ ფუნთუშის ნაჭერს უგემრიელესი ჯემის თანხლებით გთავაზობდნენ."


ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას პარფიუმერიის კარავს ვესტუმრე. საკარნავალო სამოსში გამოწყობილი კონსულტანტი დაუზარებლად გვიხსნიდა ყველას თითოეული სუნამოს თუ პარფიუმერული პროდუქციის დამზადების მეთოდებს. როგორც გვითხრა,  მიზანი ჯეინ ოსტინის სურნელის გაცოცხლება იყო. ერთადერთი შენაძენი, რაც ამ ფესტივალიდან წამოვიღე სწორედ სუნამო იყო, ზეთოვანი ნივთიერებებით დამზადებული ნელსაცხებელი, რომელიც თურმე კატების მოყვარული, „ყველაფერზე წამსვლელი“ ქალების არჩვენი ყოფილა, თუ ისტორიული პარფიუმერიის მაღაზიის კონსულტანტს დავუჯერებ. 
 

ამ კარავში იყიდებოდა სამკურნალო ბალახეულობა და პარფიუმერიის ზუსტად ისეთი საშუალებები, ფერუმარილით რომ უნდა მოიხსენიო და ყველა მისი თანამადროვე შესატყვისი დროებით დაივიწყო.
სანამ მოხალისეობის ფარგლებში სტუმრებს ჩაით ვუმასპინძლებოდი, ჯეინ ოსტინის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სანახობა - დუელი - გამოვტოვე.

 

როცა წინსაფარი მოვიხსენი და საჭმელად გარეთ გამოვედი, გამარჯვებულ ჯენტლმენს დუელში მოკლული მეორე ჯენტლმენი ხის ურიკაზე ჰყავდა შემოგდებული, საბრძოლო მოედნიდან გაჰყავდა და თან სიამაყით დასძახოდა: „ხომ გეუბნებოდი, არა?....არ დამიჯერე. 
 

ფესტივალზე, დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე, უწყვეტ რეჟიმში ერთმანეთს ანაცვლებდა ვოროქშოფები და ლექციები საკარნავლო კოსტიუმებისა თუ აქსესუარების შექმნით დაინტერესებული ადამიანებისთვის. პროგრამაში იყო ჩაის მომზადების, წერილების წერის, სუნამოებისა და კოსმეტიკის დამზადებასთან დაკავშირებული სესიებიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბილეთით მხოლოდ მეჯლისზე შესვლა შემეძლო, ბარში ვისკის დალევაც მოვასწარი, ბანქოს თამაშსაც ვუყურე და მკითხვ ანასტასიაგან ჩემი მომავლის ამბებიც მოვისმინე, რომელიც, გაგიკვირდებათ და იმავე ღამეს ამიხდა. ეს არც ისე სასიამოვნო ამბავია, ამიტომ აქ არ მოვყვები.

 

თქვენ კი, ჯეინ ოსტინის ფანებო, იცით სადაც უნდა გაატაროთ ივლისის სამი დღე, თუკი მართლა გინდათ ოსტინის მაგიაში მოგზაურობა.