ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - როგორ დავგეგმოთ სახლის უსაფრთხოება
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. ზამთარი სწორედ ის პერიოდია, როცა ადამიანები განსაკუთრებით ღელავენ სახლში კომფორტსა და სიმშვიდეზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია დაცულობის განცდა. სახლში უამრავი მოწყობილობა და ნივთია, რომელიც არასწორი მონტაჟისა თუ მოხმარების გამო, შესაძლოა საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია განსაკუთრებული ზრუნვა უსაფრთხოებაზე. 

ჩვენ გაგიზიარებთ ექსპერტების რჩევებს, თუ როგორ დავგეგმოთ სახლის უსაფრთხოება ისე, რომ ყველანაირი პრობლემა ავირიდოთ თავიდან. 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? 

მნიშვნელობა არ აქვს, ახალ ბინაში გადადიხართ საცხოვრებლად თუ უკვე წლებია ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობთ — ყოველთვის გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელექტრო გაყვანილობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. არასწორად დაპროექტებულ სისტემას და არაპროფესიონალურად დაყენებულ მოწყობილობებს სერიოზული საფრთხის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ მიჰყევით ექსპერტების რჩევებს და დაიზღვიეთ საკუთარი თავი. 

საუბარი დავიწყოთ ელექტროგაყვანილობით, რომელიც სახლში ყველა ელექტრონულ მოწყობილობას ერთმანეთთან აკავშირებს. ამ შემთხვევაში, პირველი რჩევა, რომელიც ექსპერტებს აქვთ, ავტომატური გამთიშველის დამონტაჟებაა. ასეთი მოწყობილობა ბინაში ერთიც საკმარისია, მაგრამ კერძო სახლებში მინიმუმ ორი მაინც უნდა იყოს. მისი დახმარებით, ელექტროგაყვანილობის ქსელს მოკლე ჩართვისგან დავიცავთ, რაც ხანძრის გაჩენის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამაგრძელებლების ყიდვისას მცირე დაკვირვებაც. ხშირად, ამ მოწყობილობებს იმაზე მეტი სიმძლავრე აწერიათ, ვიდრე რეალურად შეუძლიათ აიტანონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს გამაგრძელებელი ჩართულ მდგომარეობაში და ამის შესაბამისად დავტვირთოთ. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლსა თუ ბინაში ყველა შეერთება იყოს ძალიან მყარი, გაყვანილობები კი კედელში ჩამონტაჟებული და დაფარული. ყურადსაღებია დამიწების უზრუნველყოფაც, განსაკუთრებით კი ისეთ მოწყობილობებთან, რომლებსაც მეტალის კორპუსი აქვთ და თან წყალთან სიახლოვეში არიან. დამიწება სწორედ ის გზაა, რომელიც „დენის დარტყმისგან“ გადაგარჩენთ, რადგან ის ძაბვას მიწაში უშვებს და ადამიანს იცავს დაზიანებისგან. 

ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესები

ბუნებრივი აირი ყველაზე იაფი და ხელსაყრელი საშუალებაა ზამთარში გასათბობად, თუმცა მისი გამოყენება ყოველდღიურადაც გვჭირდება, რათა გემრიელი კერძები მოვამზადოთ. იმისთვის, რათა გაზზე მომუშავე მოწყობილობებმა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება. 

პირველ რიგში, გამათბობელის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სიმძლავრე. ყველა გამათბობელს აქვს თავისი ინსტრუქცია, რამხელა ფართის გათბობა შეუძლია მას. აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ თქვენი ბინისა და სახლის შესაფერისი მოწყობილობა შეარჩიოთ. მაგალითად, 40 კვ/მ ბინის გასათბობად არ არის საჭირო დიდი შესაძლებლობების გამათბობელის შეძენა, რადგან ოთახში სუნთქვისთვის საჭირო ჰაერს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამათბობელის შერჩევისას ყურადღება დაუთმოთ მოწყობილობის მუშაობის პრინციპს. არ შეიძლება ისეთი გამათბობელის ყიდვა, რომელიც წვისთვის საჭირო ჰაერს ოთახიდან მოიპოვებს და წვის ნაწარმს ოთახში გამოყოფს. ასეთი მოწყობილობა თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. საპირისპიროდ, უნდა შეიძინოთ ისეთი დანადგარი, რომელიც ჰაერს გარედან მოიპოვებს და გარეთვე გადაამუშავებს. 

ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალური გათბობისა და წყლის გამათბობლების ქვაბები დამონტაჟებული იყოს ბინის გარეთ, მაგალითად აივანზე ან სადარბაზოში და არც ერთ შემთხვევაში სახლის შიგნით. 

გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ, რომ მოწყობილობების დამონტაჟება მხოლოდ პროფესიონალებს და აკრედიტირებულ ხელოსნებს ვანდოთ. ასეთი მომსახურების მიღება თქვენი გაზის პროვაიდერისგან შეგიძლიათ, რისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებაა საჭირო. თუკი გამათბობელი სწორად არის დამონტაჟებული, საფრთხე ფაქტობრივად ნულამდე იქნება დაყვანილი. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ დაუშვებელია გაზის მილების დაუფარავ მდგომარეობაში დატოვება. ანუ ისეთ ადგილებში გაყვანა, სადაც მარტივად შესაძლებელი იქნება მისი დაზიანება. 

თავდაცვისთვის აუცილებელია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. სახლში აუცილებლად უნდა დაამონტაჟოთ გაზის დეტექტორი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად აკონტროლოთ ბუნებრივი აირის კონცენტრაცია თქვენს საცხოვრებელში. 

ნებისმიერ სახლს სჭირდება დაზღვევა, რათა მოსალოდნელი ზარალი თავიდან აიცილოთ. თუ კერძო საკუთრებას ალდაგში დააზღვევთ, საჩუქრად გაზის დეტექტორის მიღება შეგიძლიათ