ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - როგორ გავაქროთ მიკრობები სახლიდან?
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

სახლის დალაგება ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, მაგრამ იმასაც უნდა ცოდნა, როგორ უნდა დავალაგოთ ისე, რომ მაქსიმალურად გავაქროთ მიკრობები. ეს თემა განსაკუთრებით ვირუსების და გრიპების ფონზეა აქტუალური. სახლის მიკრობებისგან წმენდაზე ბევრი რეკომენდაცია არსებობს, ჩვენ 10 მათგანს შემოგთავაზებთ:

1. უარი თქვით მაგიდის ტილოზე

იცოდით, რომ სამზარეულო აბაზანაზე უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის? 
ისეთი ნივთები, როგორებიცაა: მაგიდის ტილო და სარეცხი ღრუბელი ბაქტერიის გავრცელების კერაა და შეიძლება ბევრი ინფექციისა და დაავადების წყაროც გახდეს. 
იდეალური გზა, მაგიდის ტილოების ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოღება და ქაღალდის ხელსახოცებით ჩანაცვლებაა, თუმცა თუ ტილოს გამოყენება უფრო მოსახერხებელი და ეკონომიურია, შეგიძლიათ ტილოს სტერილიზება მიკროტალღურ ღუმელში. დააყენეთ მიკროტალღური ღუმელი ყველაზე მაღალ სიხშირეზე და ერთი წუთის განმავლობაში მოათავსეთ მაგიდის ტილო და სარეცხი ღრუბელი. ამ გზით ხელს შეუშლით ბაქტერიების გამრავლებას და გარემოც უფრო უსაფრთხო იქნება. 

2. მტვერსასრუტის გარეშე იატაკის ტილოთი სახლის გასუფთავებას არ გირჩევთ

იატაკის გაწმენდამდე აუცილებელია იატაკის მტვერსასრუტით გაწმენდა, ამ გზით იატაკზე დაგროვილ თმას, მტვერს და ბაქტერიებს მოაცილებთ.
მოერიდეთ იატაკის დასუფთავების გარეშე გაწმენდას, ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობთ ბაქტერიების გავრცელებას.  
იატაკის დასუფთავების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ მისი სველი ტილოთი გაწმენდა, ეცადეთ, იატაკის ტილო მაქსიმალურად გაწურული იყოს, რათა მალევე გაშრეს ზედაპირი და არ დარჩეს წყლის ლაქები.

3. აბაზანაში გამოიყენეთ კბილის ჯაგრისის დახურული სათავსო

ნამიან კბილის ჯაგრისზე ბაქტერიები მალე ვრცელდება, ამიტომ სასურველია ჯაგრისის დახურულ სათავსოში მოთავსება, ასევე არ დაგავიწყდეთ ჯაგრისის შეცვლა ყოველ 3-4 თვეში  - ასე პირის ღრუს სიჯანსაღესაც შეინარჩუნებთ და ჰაერში ბაქტერიების გავრცელებასაც შეუშლით ხელს. 

4. ებრძოლეთ ლაქებს სველ წერტილებში 

ხშირად, წყლის კვალი ყვითელ ნადებს ტოვებს, რაც ბაქტერიების თავშეყრის ადგილია, მათი მოშორება მარტივი გზით შეგიძლიათ: ლაქებიან ადგილს დაასხით ლიმონის წვენი, გააჩერეთ 5-10 წუთი… შედეგად მიიღებთ არა მხოლოდ სუფთა აბაზანას არამედ, სასიამოვნო არომატსაც - ლიმონი მძაფრ სუნებს ანეიტრალებს. არსებობს ლაქებთან ბრძოლის მეორე გზაც: სპრეი-ბოთლში ჩაასხით თეთრი ძმარი და მიაპკურეთ ლაქებს, ჯაგრისის მეშვეობით დაიწყეთ ლაქების დამუშავება და ნადებიც გაქრება!

5. არ გამოიყენოთ ფუშფუშა მტვრის საწმენდი ჯოხები

მიუხედავად იმისა, რომ სერიალებში დიასახლისები ძალიან ეფექტურად აფრიალებენ მტვრის საწმენდ ჯოხებს, სინამდვილეში ეს ნივთი მტვრის გავრცელების გარდა არაფერს აკეთებს: გამოიყენეთ ნამიანი ტილო ან სველი ხელსახოცი, რომელიც მთლიანად აიკრავს მტვრის ფენას და არ გაავრცელებს ჰაერში მტვრის ნაწილაკებს. 
პირველ რიგში გადაწმინდეთ კარადის ზედაპირები, თაროები და შემდეგ საწოლის ტუმბოები და მაგიდები, ამ გზით არ გამოგრჩებათ მტვრის ფენა. 
 

6. დაემშვიდობეთ სკამზე დახვავებულ ტანსაცმელს

სკამი, რომელიც კვირის ბოლოს ტანსაცმელების ზვავსაშიშ გროვად გადაიქცევა ხოლმე - მტვრის გავრცელების კერაა. ეცადეთ, ყოველთვის მოაწესრიგოთ თქვენი გარდერობი. ტანსაცმელები შეინახეთ დახურულ კარადაში. 

7. გამოცვალეთ თეთრეული კვირაში ერთხელ

მტვრის პატარა ნაწილაკებს ძალიან უყვართ ჩვენს თეთრეულზე ნებივრობა და გამრავლება, სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია თეთრეულის შეცვლა კვირაში ერთხელ. 

8. უარი თქვით ხალიჩებზე

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია და ინტერიერსაც ნამდვილად შვენის, ხალიჩები მტვრის და ბაქტერიების ბუდეა, რომელიც ჰაერს არასასურველი მტვრით ჟღენთს. ამიტომ, ეცადეთ, თავიდან აირიდოთ ხალიჩა, ხოლო თუ აუცილებელია ხალიჩის შერჩევა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ხალიჩა კვირაში ორჯერ უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით.

 

9. გაწმინდეთ რბილი ავეჯი კვირაში ერთხელ

მისაღები ოთახი არის ადგილი, სადაც ყველაზე ბევრი ადამიანი იყრის თავს, შესაბამისად, ბაქტერიების და მიკრობების გავრცელების შანსი ყველაზე მაღალია. 
არ დაგავიწყდეთ მისაღები ოთახის ხშირი განიავება, რბილი ავეჯის წმენდა კვირაში ერთხელ ავეჯის ხსნარით და ბალიშებისა და ღრუბლიანი ავეჯის დაბერტყვა აივანზე. 

10. ლიმონის ძალა

ლიმონის გამოყენებით შეგიძლიათ არასასიამოვნო სუნის განეიტრალება, რაც ნიჟარის მილიდან ამომავალი სუნის გაქრობაში ნამდვილად გამოგადგებათ: 

  • დაწურეთ 3 ცალი ლიმონი და წვენი მოათავსეთ ყინულის ფორმებში

  • დაასხით 1-1,5 ჭიქა თეთრი ძმარი და შედგით საყინულეში 

  • მოათავსეთ ყინულის კუბები ნიჟარაში და დაემშვიდობეთ არასასიამოვნო სუნს

ლიმონის გამოყენება შეგიძლიათ ნაგვის ურნის სუნის გასანეტრალებლადაც: გათალეთ ლიმონი და კანი მოათავსეთ ნაგვის ურნასა და ნაგვის პარკს შორის - არასასიამოვნო სუნიც დამარცხებულია!

 

არ დაივიწყოთ ხელების ხშირი დაბანა და ისეთი ხშირი მოხმარების ნივთების აქტიური წმენდა, როგორიცაა: მობილური, გადასართავი პულტი, კომპიუტერის კლავიატურა. 

მოერიდეთ თვალთან, პირთან და ცხვირთან კონტაქტს, რადგან სწორედ ასე აღწევენ მიკრობები ჩვენს ორგანიზმში. 

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და გახადეთ თქვენი სახლი უსაფრთხო!